ციტატები

ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთისაგან და ღმერთი არ არის მათში, ვინაიდან, უკუეთუ ისინი ღმერთისაგან არიან, რად იწოდებიან ადამიანთა სახელებით; ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც თვით უფლის სახელით იწოდება - ქრისტიანენი. ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას...

მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ იერარქებს. მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას...

ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო" და კიდევ "პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო".
ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, - ცუდს ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის; იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც; ოღონდ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ ამქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე, ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განისჯება. ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა...

image
image თემა: ცოდვა,  მადლი
ავტორი: ილია II

414. რა არის პაპიზმი?
პაპიზმი ეწოდება მწვალებლობას, დასავლეთი რომ მოიცვა. სწორედ პაპიზმისაგან, ვითარცა ხისაგან რტონი, ამოიზარდა სხვადასხვა პროტესტანტულ–მწვალებლური სწავლება. პაპიზმი ქრისტეს თვისებებს აკუთვნებს რომის პაპს და ამით თვით ქრისტეს უარყოფს! პაპი არის პაისტების კერპი, იგი მათი ღვთაებაა.
პაპიზმი ეწოდება მწვალებლობას, დასავლეთი რომ...

ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში. ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს...

image
image ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია

226. როგორია კათოლიციზმის სული?
კათოლიციზმის სული მიწიერია, მათი ეკლესია არის პოლიტიკური კორპორაცია, რომელიც ეყრდნობა კაცობრივ ძალებსა და საშუალებებს, როგორიცაა: ინკვიზიცია, ინდულგენციები, ხილული მეთაური (პაპი)
კათოლიციზმის სული მიწიერია, მათი ეკლესია არის...

ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით დაიწყო; ამასვე მოწმობს ყველა მწვალებლობაც: ამათგან ზოგმა ღმერთი იმით გმო, რომ უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთეებრიობა და დაამახინჯა მისი განკაცების ყოვლად წმინდა დოგმატი, ზოგმა - იმით, რომ კაცს ღმერთის თვისებები მიაწერა (პაპისტები); ზოგმა სული წმიდას ქმნილი უწოდა, სხვებმა კი უარყვეს სული წმიდის მოქმედება საეკლესიო საიდუმლოებებში და მათ კაცთა გამონაგონი უწოდეს (პროტესტანტები). დაბოლოს, ზოგიერთმა ღმერთი გმო იმით, რომ ქრისტეს მცნებებით ცხოვრების უარყოფა მოითხოვა: ისინი მზაკვრულად უვლიდნენ გვერდს სარწმუნოების დოგმატებს, მაგრამ მცნებების უარყოფით კლავდნენ სარწმუნოებას, რომელსაც იმისათვის, რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად სჭირდება საქმეები: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2, 20). ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ,...

171. ითვლებიან თუ არა ლათინო–პაპისები ერეტიკოსებად?
ლათინები არა მარტო განხეთქილების მოქმედნი არიან, არამედ ერეტიკოსებიც.
ლათინები არა მარტო განხეთქილების მოქმედნი...

468. რა ადგილი მიანიჭეს პაპს კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა?
პაპისტებმა ეკლესიის თავად სცნეს რა რომის პაპი, ამით აღიყვანეს იგი უზენაეს საყდარზე ქრისტეს მსგავსად და გააღმერთეს; ხოლო ქრისტე უკანა პლანზე გადასწიეს; პაპი დასვეს ქრისტეს ნაცვლად მაშინ, როცა ქრისტე ჩვენთან არის „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28.20).
პაპისტებმა ეკლესიის თავად სცნეს რა რომის <...


დამსხვრეული ბარძიმი

მართლმადიდებლობისაგან განდგომილი უნიატი ეპისკოპოსი (ბრესტის) იპატოს პოცეი წმიდა ნიკოლოზის მონასტერში სხვა უნიატ ეპისკოპოსებთან საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა და ბარძიმში ჩასხმული ღვინო წყლად გადაექცა. მართლმადიდებლობიდან განდგომილმა ეპისკოპოსებმა სცადეს, ეს მღვდლის დაუდევრობით აეხსნათ, რომელიც პროსკომიდიას - კვეთას აღასრულებდა და იჩქარეს კვლავ ჩაესხათ ღვინო ბარძიმში. მაგრამ ღმერთმა ამჯერადაც ამხილა სარწმუნოების უკეთური მოღალატენი: ღვინის განმეორებით ჩასხმის შემდეგ ბარძიმი დაიმსხვრა და ღვინო იატაკზე დაიღვარა. ამ სასწაულმა დიდად შეაძრწუნა ღვთისმსახურებაზე დამსწრე ყველა მორწმუნე, რომელთაც ცხადად დაინახეს, რომ მათი უნიატი ეპისკოპოსები და იქ მყოფი რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმთავრები მწვალებლები არიან და ამის შედეგად კვლავ დაუბრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს (უნიატური ეკლესია დასავლეთ უკრაინასა და ბელორუსიაში შეიქმნა XVII საუკუნეებში; გარეგნულად იგი კვლავაც მართლმადიდებლურ წესებს აღასრულებდა, მაგრამ რომის ეკლესიასთან იყო და არის უნიაში - ლოცვით კავშირში, აღიარებს მის დამახინჯებულ დოგმატებს და ამიტომ მოკლებულია საღმრთო მადლს, ერთობას ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ამიტომ იგი, რომის კათოლიკურ-პაპისტუს ეკლესიასთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მწვალებლურ საკრებულოდ არის აღიარებული). მართლმადიდებლობისაგან განდგომილი უნიატი...

0