უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარულისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს...
იხილეთ სრულად
უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარულისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს. ადამიანი გრძნობს, რამდენად ახლოა ღმერთი მასთან და თავად რამდენად შორსაა ღმერთისგან. სიწმინდის ერთ-ერთი თვისებაა ცოდვის მიმართ სიძულვილი, სიწმინდეს არ შეუძლია შეუერთდეს სიბილწესა და უწმინდურობას, მზის სხივები ჭაობის ზედ...
რას წარმოადგენს მართლმადიდებლური ხატი? ხატი - ეს ღვთის მადლის გამჟღავნებაა დედამიწაზე. ჩვენ ამ სფეროში რაიმე მკაცრი სისტემის შემოტანა არ შეგვიძლია. „სულსა ვიდრეცა უნებ“ (იონ. 3, 8) - თქვა უფალმა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ მართლმადიდე...
იხილეთ სრულად
რას წარმოადგენს მართლმადიდებლური ხატი? ხატი - ეს ღვთის მადლის გამჟღავნებაა დედამიწაზე. ჩვენ ამ სფეროში რაიმე მკაცრი სისტემის შემოტანა არ შეგვიძლია. „სულსა ვიდრეცა უნებ“ (იონ. 3, 8) - თქვა უფალმა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ მართლმადიდებლური ხატის ზოგიერთ ნიშანზე, ნაკლებ გასაგებზე ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობისთვის. ძველ ხატებზე სახე დიდებული და მკაცრია. აქ ადგილი არა აქვს სენტიმენტალურობასა და ალერსიანობას - მშვენიერების ამ გამოვლინებებს, სიყვარულ...
მართლმადიდებლური ხატი შეუძლებელია შეგიყვარდეს: აქ ქრება ვნებები, აქ სული იღვიძებს. ამიტომ ვნებიანი და ავხორცი ადამიანი ასეთი ხატისგან მოშორებას ცდილობს. უძველეს ხატებში არ არის მიბნედილობა, შემბრალებლობა და ის, რისთვისაც შეიძლებოდ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლური ხატი შეუძლებელია შეგიყვარდეს: აქ ქრება ვნებები, აქ სული იღვიძებს. ამიტომ ვნებიანი და ავხორცი ადამიანი ასეთი ხატისგან მოშორებას ცდილობს. უძველეს ხატებში არ არის მიბნედილობა, შემბრალებლობა და ის, რისთვისაც შეიძლებოდა ცოდვილის იავნანა გვეწოდებინა, ვინც ტრანსცენდენტალური, დემონური ბოროტების საშინელება იცის, ის არ შეუდგება ცოდვილის დამშვიდებას.
ჩვენ კი, თავს ღვთის მონას რომ ვუწოდებთ, ხშირად ვცრუობთ. ჩვენ სხვა ბატონის მონები ვართ, მისი სახელია წუთისოფელი! მისდამი სამარცხვინო მონობას კი პირმოთნეობა ჰქვია.
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომელსაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა...
იხილეთ სრულად
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომელსაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა და გარყვნილებას ბუნებრივ ზნეს, სიცრუეს სიბრძნეს, პირფერობას ჰუმანურობას და პატივისცემას, სიმხდალეს მოკრძალებას, მფლანგველობას დიდსულოვნებას, უხეშობას პირდაპირობას და ა.შ. ქვეყანა ჭეშმარიტ სათნოებას ვერ ამჩნევს, ის დაფა...
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ...
იხილეთ სრულად
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასთათვის სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდათ. მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას ისინი საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, ძრწუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე.
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწი...
იხილეთ სრულად
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწინებული სხივია.
თითოეული ცრუსწავლება სამშვინველის ამბოხია (უფრო სწორად მშვინვიერი ვნებების, უპირველესად კი სიამაყის და ჟინისა) სულის წინააღმდეგ, სამშვინველისა, რომელიც მოკავშირედ ფანტაზიას უხმობს და დემონურ ძალებთან შეერთებით, თავისი გამომგონებლ...
იხილეთ სრულად
თითოეული ცრუსწავლება სამშვინველის ამბოხია (უფრო სწორად მშვინვიერი ვნებების, უპირველესად კი სიამაყის და ჟინისა) სულის წინააღმდეგ, სამშვინველისა, რომელიც მოკავშირედ ფანტაზიას უხმობს და დემონურ ძალებთან შეერთებით, თავისი გამომგონებლური ევრისტიკის და ემოციების მეშვეობით ერთგვარ ზღაპრულ ციხე-კოშკში ის სიკვდილამდე ცხოვრობს.
ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინის. ამიტომაც ხუმრობას მიჩეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანტასტი ქმნის ერთგვარ ილუზორულ „რეალობას“, ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინჯეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება.