ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინის. ამიტომაც ხუმრობას მიჩეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანტასტი ქმნის ერთგვარ ილუზორულ „რეალობას“, ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინჯეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება.
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირე...
იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირება ყურადღება მისაქცევ საკითხებზე. იგი ემსგავსება ღორმუცელას, რომელიც საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს, ზანზალაკივით წკარუნობს, რადგან შიგნიდან ცარიელია, ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს ჰგავს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებ...
მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბოს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რო...
იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბოს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მიმსგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფა...
ცოდვით დაცემის შემდეგ სული მეტად შეიცვალა, ვიდრე სხეული, მაგრამ მასში დარჩა ხატება და მსგავსება ღვთისა. ადამიანს ღვთის მადლის შემწეობით თავისი საშინელი მდგომარეობიდან - დემონის მსგავსებიდან გამოსვლისა და სულში ღვთისათვის ადგილის მ...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის შემდეგ სული მეტად შეიცვალა, ვიდრე სხეული, მაგრამ მასში დარჩა ხატება და მსგავსება ღვთისა. ადამიანს ღვთის მადლის შემწეობით თავისი საშინელი მდგომარეობიდან - დემონის მსგავსებიდან გამოსვლისა და სულში ღვთისათვის ადგილის მიჩენის შესაძლებლობა დარჩა, რათა უფალმა მის მაგივრად სძლიოს ცოდვას. ქრისტიანებს უყვართ ადამიანი, როგორც ხატი ღვთისა.
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბორო...
იხილეთ სრულად
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბოროტი აზრებით გვივსებს.
წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება თავის არსში - იპოსტასური, პიროვნული ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვ...
იხილეთ სრულად
წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება თავის არსში - იპოსტასური, პიროვნული ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვის. ეს თვით ღვთაებრივი ბუნებაა, მიუდგომელ ნათელში მყოფი. მაგრამ არის ის, რასაც მადლს, უქმნელ ღვთაებრივ ენერგიას ვუწოდეთ - ძალები, რომლებიც ასევე წინადაუსაბამოა, მაგრამ შეუძლია ქმნილ სამყაროსთან შეერთდნენ და ჩვენს მიერ აღ...
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგი...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგილს თავისი განსვენებისა.
ღმერთი სიყვარულია. ადამიანი იმდენად ცხოვრობს, რამდენადაც უყვარს. სიყვარული მის ცხოვრებას გაცილებით სავსეს ხდის, გულს უფრო ღრმას, გონებას უფრო ბრძენს და თუმცა, იგი ამქვეყნად საკუთარი თავისა და სხვათა მიზეზით ტანჯვას განიცდის, ამ ტა...
იხილეთ სრულად
ღმერთი სიყვარულია. ადამიანი იმდენად ცხოვრობს, რამდენადაც უყვარს. სიყვარული მის ცხოვრებას გაცილებით სავსეს ხდის, გულს უფრო ღრმას, გონებას უფრო ბრძენს და თუმცა, იგი ამქვეყნად საკუთარი თავისა და სხვათა მიზეზით ტანჯვას განიცდის, ამ ტანჯვაში უფალი მას მოულოდნელ და გამოუთქმელ სიხარულს ანიჭებს.
სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს ...
იხილეთ სრულად
სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს არასოდეს იცნობდა, მთელი ცხოვრების მანძილზე ნიღაბს ატარებდა, რომელიც შეეზარდა მის სახეს და ახლა ის პირველად იხილა, რადგან სიკვდილმა ახალი, სულიერი მხედველობა მიანიჭა.