მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: „აჰა, ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა?“ ხოლო იესო ჰრქვა მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დასჯდეს ძე კაცი...
იხილეთ სრულად
მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: „აჰა, ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა?“ ხოლო იესო ჰრქვა მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დასჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“. აჰა რას მიაგებს უხვი და უხვად მიმცემელი უფალი ერთგულთა თვისთა მონათა. ჩვენც გვექმნება ძმაო სასოება მისა, უკეთუ ვბაძ...
გახსოვდეს, რომელ არა შესაძლო არს კაცი შეუდგეს ქრისტესა, ნამდვილად სურდეს აღსრულება სჯულისა ქრისტესისა და არ შეემთხვიოს მრავალსა განსაცდელსა. ამისთვის შენც აღიღე ჯვარი ქრისტესი და ესრეთ შეუდეგ კვალსა მისსა. შენც მოითმინე ჭირი და გა...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომელ არა შესაძლო არს კაცი შეუდგეს ქრისტესა, ნამდვილად სურდეს აღსრულება სჯულისა ქრისტესისა და არ შეემთხვიოს მრავალსა განსაცდელსა. ამისთვის შენც აღიღე ჯვარი ქრისტესი და ესრეთ შეუდეგ კვალსა მისსა. შენც მოითმინე ჭირი და განსაცდელი, გამომავალი ვითარცა გულისა შენისაგან, ეგრეთვე სოფლისა და სულიერისა მტერთაგან. თავსა შენსა მარადის უნდა აიძულებდე, ვნებათა და ცოდვათა შენთა, რომელნი არიან ასოთა შინა შენთა, აღვირუსხმიდე, სოფლის მწუხარებათა და გაჭ...
უკეთუ ცუდითა შენითა ცხოვრებითა დააბრკოლე ვინმე, უკეთუ მოყვასნი შენნი ცხადად ხედვენ, რომ შენ ხარ სუსტი აღსრულებასა შინა მცნებათა ქრისტესთა, იცოდე, რომ უარგიყოფიეს შენ ქრისტე წინაშე კაცთა. თუმცა ენითა შენითა არ გითქვამს უარი, გარნა ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ცუდითა შენითა ცხოვრებითა დააბრკოლე ვინმე, უკეთუ მოყვასნი შენნი ცხადად ხედვენ, რომ შენ ხარ სუსტი აღსრულებასა შინა მცნებათა ქრისტესთა, იცოდე, რომ უარგიყოფიეს შენ ქრისტე წინაშე კაცთა. თუმცა ენითა შენითა არ გითქვამს უარი, გარნა საქმენი შენნი უცხადესად გამოაჩენენ უარის ყოფასა შენსა.
ყოველი ქრისტიანი არის აღბეჭდილი სულითა წმიდითა საიდუმლოთა შინა; ყოველსა ნათელღებულსა და ზიარებულსა კაცსა აქვს რაოდენიმე ნაწილი ნიჭისა სულისაგან წმიდისა, ხოლო ცხად არს, რომელ ცოდვითა და უწმინდურებითა თვისითა იგი შეაწუხებს და კიდევა...
იხილეთ სრულად
ყოველი ქრისტიანი არის აღბეჭდილი სულითა წმიდითა საიდუმლოთა შინა; ყოველსა ნათელღებულსა და ზიარებულსა კაცსა აქვს რაოდენიმე ნაწილი ნიჭისა სულისაგან წმიდისა, ხოლო ცხად არს, რომელ ცოდვითა და უწმინდურებითა თვისითა იგი შეაწუხებს და კიდევაც განაშორებს მადლსა ამას; ხოლო კრძალული, ღვთისმოყვარე, წმიდა კაცი განამტკიცებს, განამრავლებს მადლსა ამას, იმ ზომად, რომელ „მდინარენი მუცლისა მისისაგან სდიოდენ წყლისა ცხოველისანი“, ვითარცა სთქვა მაცხოვარმან
უკეთუ ნამდვილად წყურვილი საღმრთოისა მადლისა მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, უკეთუ ნამდვილად გიყვარს შენ საღმრთო მადლი, მაშასადამე შენ მიგიღიეს მადლი სულისა წმიდისა, და უკეთუ მიგიღიეს, ნაყოფიცა უნდა გქონდეს; ხოლო ნაყოფი სულისა წმიდის...
იხილეთ სრულად
უკეთუ ნამდვილად წყურვილი საღმრთოისა მადლისა მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, უკეთუ ნამდვილად გიყვარს შენ საღმრთო მადლი, მაშასადამე შენ მიგიღიეს მადლი სულისა წმიდისა, და უკეთუ მიგიღიეს, ნაყოფიცა უნდა გქონდეს; ხოლო ნაყოფი სულისა წმიდისა არს, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება“.
იქნება ვინმემ იფიქრობს: მადლობა ღმერთსა, მე თითქმის ყოველთვის დავდივარ ეკლესიასა შინა, მე მსურს სმენა წირვა–ლოცვისა, მხიარულებით ვისმენ საღმრთოსა სწავლას, მიყვარს საუბარი და გამოკითხვა საღმრთოთა საგანთა ზედა. არა ძმაო. შენც განიცა...
იხილეთ სრულად
იქნება ვინმემ იფიქრობს: მადლობა ღმერთსა, მე თითქმის ყოველთვის დავდივარ ეკლესიასა შინა, მე მსურს სმენა წირვა–ლოცვისა, მხიარულებით ვისმენ საღმრთოსა სწავლას, მიყვარს საუბარი და გამოკითხვა საღმრთოთა საგანთა ზედა. არა ძმაო. შენც განიცადე კარგად თავი შენი: იქნება რომელ არა საღმრთო წყურვილი მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, არამედ ერთი მხოლოდ უბრალო ჩვეულება; ანუ მიბაძავ სხვათა, ანუ გეშინიან, რომ არ შთავარდე განკითხვასა შინა კაცთასა.
ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა. გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნ...
იხილეთ სრულად
ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა. გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“ (ფს. 50). მაშინ ღმერთმა კვალადვე მოუვლინა მას სული წმიდა. ბაძევდი მისა მონანებასა, ვითარცა ხშირად ბაძავ მისსა ცოდვასა.
ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი...
იხილეთ სრულად
ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი ხედავს მას აღებულსა ცოდვითა და ბოროტებითა, ვერ გაძლებს იგი მას შინა, როგორადაც კაცი ვინმე პატიოსანი, აღზრდილი სიყრმითგანვე შემკულსა და მდიდარსა სახლსა შინა, ვერ შევა და ვერ იცხოვრებს უწმინდურსა და აყროლებულ სახლში.
უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება. ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა.
link
ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა ჩვენისა არის საღმრთო სწავლა და მადლი სულისა წმიდისა. ვისაც არა აქვს სურვილი მიღებად საღმრთოისა ამის საჭმელისა და სასმელისა, ვინც ანუ ისმენს სწავლასა ამას, ანუ კითხულობს საღმრთოსა წერილსა...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა ჩვენისა არის საღმრთო სწავლა და მადლი სულისა წმიდისა. ვისაც არა აქვს სურვილი მიღებად საღმრთოისა ამის საჭმელისა და სასმელისა, ვინც ანუ ისმენს სწავლასა ამას, ანუ კითხულობს საღმრთოსა წერილსა, ანუ სდგას ეკლესიასა შინა წირვა–ლოცვად, გარნა ვერ გრძნობს გემოვნებასა და გული მისი არს გრილ, ცხადი არის, რომელ იგი ავადმყოფია სულიერად.