უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არამედ იძულებითი. ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი: ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არამედ იძულებითი. ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს“. თუ ახლა შენ, თვალითა შენითა არა მხედველსა, გულწრფელად გრწამს ქრისტე და გიყვარს იგი, ცხად არს, რომელ თვით მადლი მისი შესულა შენს გულში და დაუმკვიდრია მუნ.
ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და სიწმიდე. ქრისტე იმ ზომად არის, ძმაო, შენ გულში, რა ზომად მისი მადლი მოქმედობს მუნ. თუ ქრისტეს მადლი არის შენს გულში, მაშასადამე სულიერიცა სიცოცხლე და სინათლე იქმნება მუნ. იგი მუშაობს შე...
იხილეთ სრულად
ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და სიწმიდე. ქრისტე იმ ზომად არის, ძმაო, შენ გულში, რა ზომად მისი მადლი მოქმედობს მუნ. თუ ქრისტეს მადლი არის შენს გულში, მაშასადამე სულიერიცა სიცოცხლე და სინათლე იქმნება მუნ. იგი მუშაობს შენს გულში; თავის დროზე იგი გაძლევს შენ ნუგეშს, თავის დროზე შეგიყვანს მწუხარებასა და სინანულსა; ზოგჯერ გააჩენს შენს გულში განუზომელსა სიყვარულსა. თუ ჭიდაობა და ბრძოლა შორის ბოროტისა და კეთილისა არის შენს გულში, სჩანს, რომ ...
ქრისტე არის მუნ, სადაცა არის სიტყვა მისი. სახარება ანუ სიტყვა ქრისტესი არის თვით მისი ჰაზრი და სული. ერთი სიტყვით, ნაწილი მისისა არსებისა. მაშასადამე, სადაცა სუფევს სიტყვა სახარებისა, მუნ იმყოფება თვით უფალი იესო ქრიტე. თუ შენ გულ...
იხილეთ სრულად
ქრისტე არის მუნ, სადაცა არის სიტყვა მისი. სახარება ანუ სიტყვა ქრისტესი არის თვით მისი ჰაზრი და სული. ერთი სიტყვით, ნაწილი მისისა არსებისა. მაშასადამე, სადაცა სუფევს სიტყვა სახარებისა, მუნ იმყოფება თვით უფალი იესო ქრიტე. თუ შენ გულში, ძმაო, შევიდა სიტყვა სახარებისა, თუ მცნება ქრისტესი სუფევს შენს გულში, მოქმედობს, ანათლებს შენსა ჰაზრსა, სცვლის ცოტ–ცოტად შენსა გულსა, ერთი სიტყვით აუმჯობესებს შენსა ხასიათსა, მაშინ შეიძლება ვსთქვათ, რომელ ქრისტე არის...
წმიდათა მამათა ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდნენ თითოსა ანუ ორ–ორსა თავსა და მით გააცხოველებდნენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და ...
იხილეთ სრულად
წმიდათა მამათა ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდნენ თითოსა ანუ ორ–ორსა თავსა და მით გააცხოველებდნენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და კითხულობდე მარადდღე, არამედ კვირაში ერთხელ რომ მოხვალ საყდარში, იქაც ყურადღებით არ ისმენ მოკლე სახარების კითხვასა. სახარებაში არის, ძმაო, იესო ქრისტეს სული, სიყვარული და მადლი. სახარების კითხვას ესოდენი მადლი და მოქმედებ...
რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მა...
იხილეთ სრულად
რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მას ზედა, ხშირად უნდა წარმოიდგენდე ღვთაებრივსა მისსა ხატსა. ყოველთა ღვთისმოყვარეთა წმიდათა კაცთა ჰქონდათ და ახლაც აქვსთ ის ჩვეულება, რომელ ერთ დღეს ვერ გაატარებდნენ იგინი, რომ რ ეფიქრათ უფალსა იესო ქრისტესა და და არ გაეხსო...
ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა, უმანკო სიყვარულითა, როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი გან...
იხილეთ სრულად
ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა, უმანკო სიყვარულითა, როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი განეშორება მისგან, მაშინ კი გული მისი შეიტყობს, რა ძვირფასი იყო იგი მისთვის, მაშინ უმეტესად შეიყვარებს იგი მას, და ესრეთ ხორციელი განშორება სულიერად დააახლოვებს მათ
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინ...
იხილეთ სრულად
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა...
იხილეთ სრულად
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა და სხვათა მრავალთა ცუდთა საქმეთა შინა შეიყვანს.
link
სიმთვრალე უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა.