როგორ უნდა იფიქროს კაცმა, რომ მუშაობა არის სათაკილო და სასირცხო საქმე? მუშაობა კი არ დაგამდაბლებს შენ, ძმაო ჩემო, ვინც გინდა იყო, არამედ უქმად დროების განტარება, რომელი არის დედა ყოვლისა ცოდვისა.
ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა სამასი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და სიმდიდრე აქვს აურაცხელი და წარმოუდგენელი, ყოველ წელიწადს, ერთ დანიშნულ დღეს, გამოვა მინდორში თავისი შვილებით და დიდებულებითურთ, თავისი საკუთარის ხელით შე...
იხილეთ სრულად
ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა სამასი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და სიმდიდრე აქვს აურაცხელი და წარმოუდგენელი, ყოველ წელიწადს, ერთ დანიშნულ დღეს, გამოვა მინდორში თავისი შვილებით და დიდებულებითურთ, თავისი საკუთარის ხელით შეაბამს ხარებსა გუთანში, გაუძღვება მათ წინ, მოხნავს და დასთესს ყანასა; ამ დროს მას უმზერს აურაცხელი ერი, ყოველ მხრითგან შეკრებილი. რისთვის იქმს იგი ამას? მისთვის, რათა აჩვენოს, რომ მიწის მუშაობა არავისთვის არ არის სათაკილო...
ქვეყანაზედ არ არის ისრეთი მუშაობა, რომელი კაცს აძლევდეს სარგებლობას, გარნა შემაგინებელი კი იყოს მისის ღირსებისა. საღმრთო წერილი მარადის სიტყვითა და მაგალითითა გვასწავლის, რომელ მუშაობა არის საქმე კეთილი, საქები და ღვთის სათნო. წმი...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზედ არ არის ისრეთი მუშაობა, რომელი კაცს აძლევდეს სარგებლობას, გარნა შემაგინებელი კი იყოს მისის ღირსებისა. საღმრთო წერილი მარადის სიტყვითა და მაგალითითა გვასწავლის, რომელ მუშაობა არის საქმე კეთილი, საქები და ღვთის სათნო. წმიდა პავლე მოციქული არ იყო არც ღარიბი და არც მდაბალის ხარისხისა, გარნა როდესაც იშოვნიდა თავისუფალს დროებას, მაშინვე დაჯდებოდა და იწყებდა მუშაობას: იგი თვისი ხელით ჰკერვიდა კარვებს, ჰყიდდა და ამით იზრდებოდა, რათა არავინ დაე...
გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან დიდსა შრომასა და მოთმინებასა; ჭეშმარიტ არს ესე ძმაო, გარნა უკეთუ შრომა და მოთმინება მიუცილებელი არის კაცისათვის ამ სოფელში, არ გირჩ...
იხილეთ სრულად
გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან დიდსა შრომასა და მოთმინებასა; ჭეშმარიტ არს ესე ძმაო, გარნა უკეთუ შრომა და მოთმინება მიუცილებელი არის კაცისათვის ამ სოფელში, არ გირჩევნია ძმაო ჩემო, ღვთისათვის და სულის ცხოვნებისათვის მიიღო შრომა და ტვირთი, ვიდრე დამონებული ცოდვისადმი, ცოდვისაგანვე მიიღო სასჯელი და უბედურება თვით აქ, ამ ქვეყანაზედვე და უმეტესად დაუსრულებელი ტანჯვა მომავალსა საუკუნესა...
იფიქრე ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვა ესრეთ წაგახდენს შენ, ავნებს შენთა მხედველთა და მომავალთა, ცხად არს, რომელ მადლი და სათნოება გიქმს შენ ამის წინააღმდეგსა, ესე იგი, თვით ამ ქვეყანაში იქმნება წყაროდ ნუგეშისა და ბედნიერებისა შენთვის და ყ...
იხილეთ სრულად
იფიქრე ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვა ესრეთ წაგახდენს შენ, ავნებს შენთა მხედველთა და მომავალთა, ცხად არს, რომელ მადლი და სათნოება გიქმს შენ ამის წინააღმდეგსა, ესე იგი, თვით ამ ქვეყანაში იქმნება წყაროდ ნუგეშისა და ბედნიერებისა შენთვის და ყოველთა შენთა მომავალთათვის.
განგებ ჰქმნა, ძმანო ჩემნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა მიუდგებოდეს ცხადი სენი და უბედურება. კაცსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ადვილად მიიზიდავს კაცსა და აცთუნებს. გარნა ღმერთმან ყოველი ცოდვა შეაერთა რომლისამე ...
იხილეთ სრულად
განგებ ჰქმნა, ძმანო ჩემნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა მიუდგებოდეს ცხადი სენი და უბედურება. კაცსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ადვილად მიიზიდავს კაცსა და აცთუნებს. გარნა ღმერთმან ყოველი ცოდვა შეაერთა რომლისამე უბედურებისა თანა, რათა შეგაშინოს შენ და განგაშოროს ცოდვისაგან.
კარგად გასინჯე, ძმაო და ერთად წარმოიდგინე, რაოდენი და რა საშინელი ვნებანი შეუდგებიან ცოდვასა; იგი დაგასნეულებს და წაგახდენს თვით შენ; მოყვასნი შენნი, მხედველნი ცოდვისა შენისა, მიიღბენ შენგან ცუდსა მაგალითსა; შვილნი და მომავალნი შე...
იხილეთ სრულად
კარგად გასინჯე, ძმაო და ერთად წარმოიდგინე, რაოდენი და რა საშინელი ვნებანი შეუდგებიან ცოდვასა; იგი დაგასნეულებს და წაგახდენს თვით შენ; მოყვასნი შენნი, მხედველნი ცოდვისა შენისა, მიიღბენ შენგან ცუდსა მაგალითსა; შვილნი და მომავალნი შენნი ეგრეთვე შეიქმნებიან მოზიარედ შენისა უბედურებისა. ჰოი, ვითარსა მძიმესა ტვირთსა გარდასცემ შენ შვილთა და მომავალთა შენთა. ხორცისა და სისხლისა შენისა თანა იგინი მიიღებენ შენგან შობითგანვე მრავალსა სენსა და ცუდთა მიდრეკილ...
ყოველი კაცის თვისება სულიერიცა და ხორციელიცა გარდადის მისთა შვილთა და მომავალთა ზედა. ყოველი ცოდვა არის თესლი, რომელი თავის დროზედ გამოიღებს მწარესა ნაყოფსა, ვითარცა შენს ბუნებასა შინა, ეგრეთვე ყოველთა მომავალთა შინა შენთა.
ვსთქვათ მცონარება ან უსაქმურობა. თავდაპირველად კაცი ესრეთ იფიქრებს, რომელ ამ ცოდვას არ შეუდგება არცა ერთი სენი და ვნება; გარნა ეს არ არის ესრეთ: კაცის ტანი და აგებულება ყოველთვის მოითხოვს შრომასა და მოძრაობასა; თუ კაცი დიდხანს დაშ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ მცონარება ან უსაქმურობა. თავდაპირველად კაცი ესრეთ იფიქრებს, რომელ ამ ცოდვას არ შეუდგება არცა ერთი სენი და ვნება; გარნა ეს არ არის ესრეთ: კაცის ტანი და აგებულება ყოველთვის მოითხოვს შრომასა და მოძრაობასა; თუ კაცი დიდხანს დაშთა უძრავად და უსაქმოდ, უთუოდ ავად გახდება. ამაზედ კიდევ ის დაამატე, რომელ მცონარე კაცი მალე შთავარდება სიღარიბეში.