რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მა...
იხილეთ სრულად
რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მას ზედა, ხშირად უნდა წარმოიდგენდე ღვთაებრივსა მისსა ხატსა. ყოველთა ღვთისმოყვარეთა წმიდათა კაცთა ჰქონდათ და ახლაც აქვსთ ის ჩვეულება, რომელ ერთ დღეს ვერ გაატარებდნენ იგინი, რომ რ ეფიქრათ უფალსა იესო ქრისტესა და და არ გაეხსო...
ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა, უმანკო სიყვარულითა, როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი გან...
იხილეთ სრულად
ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა, უმანკო სიყვარულითა, როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი განეშორება მისგან, მაშინ კი გული მისი შეიტყობს, რა ძვირფასი იყო იგი მისთვის, მაშინ უმეტესად შეიყვარებს იგი მას, და ესრეთ ხორციელი განშორება სულიერად დააახლოვებს მათ
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინ...
იხილეთ სრულად
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა...
იხილეთ სრულად
შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა და სხვათა მრავალთა ცუდთა საქმეთა შინა შეიყვანს.
link
სიმთვრალე უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა.
ნაყროვანება ანუ უზომოდ საჭმლის მიღება, რომელიც არის დიდი ცოდვა, ყოველთვინ გათავდება სნეულებითა, და თუ არ მოიშალა კაცმან ეს ცოდვა, ბოლოს სრულიად მოაკლდება იგი ცხოვრებასა.
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წ...
იხილეთ სრულად
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ (იოანე 5.14).
ეს სოფელი, ძმანო ჩემნო, და ამ სოფლის ცხოვრება ჩვენი არის მომზადება მომავლისა ცხოვრებისათვის სასუფეველსა შინა. აქ კაცმან უნდა ეცადოს და სული თვისი აღზარდოს და მოამზადოს იმ ნეტარებისათვის, რომელიც ღმერთმან დაგვინიშნა ჩვენ სასუფეველს...
იხილეთ სრულად
ეს სოფელი, ძმანო ჩემნო, და ამ სოფლის ცხოვრება ჩვენი არის მომზადება მომავლისა ცხოვრებისათვის სასუფეველსა შინა. აქ კაცმან უნდა ეცადოს და სული თვისი აღზარდოს და მოამზადოს იმ ნეტარებისათვის, რომელიც ღმერთმან დაგვინიშნა ჩვენ სასუფეველსა შინა ცათასა.
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქ...
იხილეთ სრულად
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქმნება კიდეც წაეჩხუბე ვისმე, მოატყუე ვინმე და აგინე და სხვანი ბევრი ცოდვანი ქმენი; მაგრამ სინიდისი არ გამხილებდა და არც გიფიქრია, რომ ეს ცოდვა არის; მაშასადამე, შენ სულიერი მსახურება ღვთისა არ გახსოვს და ხორციელი კი გახსო...
კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი, რომ ნაცვალდ სულიერისა და ჭეშმარიტისა თაყვანისცემისა, ემსახუროს ღმერთსა რომლითამე გარეგანითა წესითა, ანუ შესაწირავითა ყოველთვის უნდა ფიქრობდე შენ, ძმაო ჩემო, რომელ ნაცვლად ჭეშმარიტისა სული...
იხილეთ სრულად
კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი, რომ ნაცვალდ სულიერისა და ჭეშმარიტისა თაყვანისცემისა, ემსახუროს ღმერთსა რომლითამე გარეგანითა წესითა, ანუ შესაწირავითა ყოველთვის უნდა ფიქრობდე შენ, ძმაო ჩემო, რომელ ნაცვლად ჭეშმარიტისა სულიერისა მსახურებისა არ ემსახურო ღმერთსა გარეშეობითა. სული არს ღემრთი; იგი მოითხოვს, შენგან სულსა და გულსა; იგი მოითხოვს, რათა შენ ყოველთვის ხვიდოდე სიმართლით, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მას ესმის ყოველი შენი სიტყვა, იგი ხედა...