წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, ამონარიდები
შურისაგან კაცს შეემთხვევა მრავალი ცხადი უბედურება. თუ კაცის გულში განძლიერდა შური, თუ შურმა შეიპყრა გონება კაცისა, მაშინ იგი იქმნება მოუსვენებელი, პირმკრთალი, გამხდარი ტანითა, აღელვებული, ერთი სიტყვით, იგი არის საწყალი, შესაბრალებ... იხილეთ სრულად
ნაყროვანება, ანუ ნამეტნავის საჭმლის მიღება, ხშირად შეიქმნება მიზეზად მრავალთა სნეულებათა.
ცოდვა არათუ მხოლოდ სულსა ჩვენსა წარწყმედს, არამედ თვით აქ, ამ სოფელში, წაახდენს კაცს მით, რომელ ყოველსა ცოდვასა შეუდგება ხორციელი სნეულება და ვნება.
პირველი შედეგი ანუ ნაყოფი ცოდვისა ის არის, რომელ იგი ყოველ კაცს მოაკლებს მადლსა ღვთისასა და ესრეთ წარწყმედს მას; ეს არის თვით უსაშინელესი მოქმედება ცოდვისა.
ყოველსა ცოდვასა აქვს დამარღვეველი და გამაფუჭებელი მოქმედება სულსა და ხორცსა ზედა კაცისასა; ყოველი ცოდვა გააჩენს ჩვენში რომელსამე ვნებასა და ზიანსა: დიდი ცოდვა დიდს უბედურებას შეამთხვევს კაცსა, მცირედი ცოდვა მცირესა ვნებასა.
ცოდვა ყოველთვის კაცის ბუნებაში ისრე მოქმედებს, ვითარცა საწამლავი, გააფუჭებს და წაახდენს მას, არა თუ მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.
ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნაცვლად ახალთა ამაო ჩვეულებათა მოგონებისა და მიღებისა, ძველი რაც ვიცით ამაო და ურგები, ისიც უნდა დავივიწყოთ.
თქვენ თვითონ იცით, თუ რაოდენ ძვირფასი არის შრომისმოყვარისა კაცისათვის, არა თუ მრთელი დღე, არამედ ერთიცა წამი.
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლი... იხილეთ სრულად
ყოველი გარეგანი მოქმედება და სიტყვა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი და სასარგებლო, ოდესცა იგი გამოვა გულისა და სულისაგან, გარნა ოდეს კაცი სიტყვით და მოძრაობით ერთ საქმეს იქმს და გულში სხვა ჰაზრი აქვს, მაშინ ბუნება კაცისა განიპობა ორად... იხილეთ სრულად