ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
გევედრებით, მტერთან შებმა ნუ შეგაშინებთ, რადგან ეგოიზმის ეშმაკის დასამარცხებლად უფალი თავის უხილავ ხელს შეგვაშველებს, განგვამტკიცებს და ღვთაებრივი სიმდაბლის ზეგარდამოქსოვილი კვართით შეგვმოსავს.
წინ ვისწრაფოთ, ჩემო შვილებო, როგორც მძლეოსნებმა სახელოვანი ბრძოლის სარბიელზე. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი უტკბესი ღმერთის უზენაესი საყდრის წინაშე წარდგება და საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღ... იხილეთ სრულად
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29). ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებ... იხილეთ სრულად
თუ გსურთ გაიგოთ, სულიერად რამდენად წარემატეთ მონაზვნურ მოქალაქეობაში, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და თუკი თქვენში თავმდაბლობას აღმოაჩენთ, სულიერი წინსვლა მისი შესაბამისი იქნება. ხოლო თუ სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებას, ქედმაღლობა... იხილეთ სრულად
ყურადღებით იყავით გულისსიტყვების მიმართ. ძირითადად თავმდაბალი გულისსიტყვების მოხვეჭას მიაპყარით ყურადღება, რადგან თავმდაბლობა აცხონებს ადამიანს; ის არის ყოველგვარი სულიერი სწრაფვის მთავარი მიზანი.