ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ეცადე, ყოველთვის დაიბრუნო გაბნეული აზრი, ან - უკეთ რომ ვთქვათ, - ლოცვის სიტყვებში გამოკეტო ის; ხოლო თუკი იგი, შენი ჩვილობის გამო მაინც განიბნევა და დამდაბლდება, ეცადე, კვლავ აღამაღლო
გონებისათვის დაუდგრომლობაა თვისობრივი, მაგრამ მისი დამყენებელი არის ღმერთი, რომელსაც ყოველივეს დამორჩილება შეუძლია
ჰოი საყვარელო, თუ კეთილად იღვაწებ, მოივლინება შენზედაც იგი, ვინც გონების ზღვას შეზღუდავს და ეტყვის: "აქამომდე გამოხვიდე და წაღმართ არღარა სადა წარხვიდე"
სულის შებორკვა შეუძლებელია, მაგრამ იქ, სადაც სულის შემოქმედი იმყოფება, ყოველივე მას ემორჩილება
თუკი ოდესმე გინახავს მზე, მაშინ შეძლებ ესაუბრო მას ისე, როგორც საჭიროა, ხოლო მასთან საუბარი, ვინც არასოდეს გიხილავს, შეუძლებელია ჯეროვნად
ლოცვის დასაწყისში საშიროა, რომ ამაო ზრახვები მოსვლისთანავე უკუაგდო; შუა ლოცვებში საჭიროა გონების სიტყვებში მოქცევა; ხოლო ლოცვის სისრულე უფლის მიმართ აღტაცებაა
სხვაა იმ ლოცვის სიხარული, რომელიც მორჩილებაში მყოფთ ეძლევათ; სხვა - რომელიც დაყუდებულებს აქვთ; პირველ შემთხვევაში შეიძლება, ის გარკვეულწილად ამპარტავნებასთან იყოს შერწყმული; მეორე კი სრულიად სიმდაბლითაა აღსავსე
თუკი საკუთარ გონებას მუდამ წვრთნი, რომ შენთან იყოს, ტრაპეზის დროსაც კი ან განგეშორება, ხოლო თუ აქეთ-იქით ხეტიალს დააჩვევ, არასოდეს მოვა შენთან
ჭეშმარიტი ლოცვის უდიდესი მოღვაწე - პავლე ამბობს: "ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყვა გონებითა ჩამითა სიტყვად". მაგრამ, სულიერად ჩვილებისათვის ასეთი საქმე შეუძლებელია; ამიტომ ჩვენ, ვინც სისრულისაგან შორს ვართ, ლოცვის ხარისხთან უნდა ... იხილეთ სრულად
სხვა რამ არის ლოცვის შებილწვა; სხვა - გარყვნა ლოცვისა; სხვა - წარპარვა; სხვა - ბიწიერება. შებილწვა ის არის, როდესაც კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; ლოცვის გარყვნაა, როდესაც ლოცვისას ამაო საზრუნავზე ფიქრობს; წა... იხილეთ სრულად