წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველ კაცს დაიწუნებს, ყოველ საქმეს გაამტყუნებს, ანუ, როგორც იაკობ მოციქული გვასწავლის: მცირე არს ენა და დიდად მაღლოის: ნუ დაივიწყებთ, რა დიდი ცოდვაა ავად ხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი". ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ

ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის. ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ

შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს. შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ

უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შეიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას. მოვა ოდესმე ის დრო, როცა მადლი ღმრთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი, ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველ სიკეთეს! ჭეშმარიტად, შურია ერთი დიდი და უმოწყალო მფლობელი და სასტიკი ბატონი ჩვენი გულებისა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა. უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც

შრომა კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თავისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილება შრომით უნდა დაიკმაყოფილოს, ხოლო ამისთვის მას ღმერთი შობიდანვე რომელიმე ნიჭს ან ღონეს აძლევს, რომ შრომა შეძლოს. შრომა კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის

სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლესიასაც შესამოსლების, წიგნების, სამკაულის, შენობების მოვლისა და შეკეთებისთვის მცირე ხარჯი არა აქვს. ხოლო, თუ აქედან რაიმე გადარჩება, ის ობლების გამოსაზრდელადაა გამიზნული. სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ

მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა ღმრთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქველ საქმეს ან სათნოებას აღვასრულებთ, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენს საკუთარ, სოფლიურ საქმეს ვაკეთებთ, თუკი იგი ღმრთის წინაშე პატიოსნად და ერთგულად იქნება შესრულებული. მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ

კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მცთური ვერ წარიტაცებს. კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის

ქრისტიანი ისაა, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვს და კეთილი ზნეობა ქრისტიანი ისაა, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება

სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ. 15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვენსა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის - იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მოჭრიან და განაგდებენ. ხოლო, უკეთუ რტო ნედლია, ფურცლიანი და ნაყოფსაც იღებს, იგი ვენახის პატრონს ახარებს. სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1