წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდრება, მერმე გასაოცარი მოცევა და მონანება, ბოლოს განსაკვირველი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემს ყოველთა ღვთის მოყვარეთა კაცთა. ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ

ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა იგი გოლგოთას მთასა ზედა და მას ზედა დამსჭვალა ყოველი ამ სოფლის ცოდვა; მაშასადამე, სიტყვით აღგვიხსნის იგი მცნებასა, სახით გვაჩვენებს მისსა აღსრულებასა და ბოლოს სულიერითა შემწეობითა მადლისათა აღგვიმსუბუქებს აღსრულებასა მისსა, ნუ ვინმე სთქვას: არ შემიძლიან ამის აღსრულებაო. არამედ ადვილად და გულსმოდგინედ აღასრულოს იგი, რაიცა მოგვადლოს ღმერთმან ჩვენ ყოველთა. ამინ. ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა;

აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რაიცა არის ჩვენში ბოროტი, ავი, ცოდვილი; მეორედ, მხნედ და მზად ვიყვნეთ მოთმენად ყოვლისა განსაცდელისა და სიმძიმისა სჯულის აღსრულებასა შინა და ბოლოს მარადის, დაუცხრომლად ვიდოდეთ შემდგომად მისსა, ესე იგი ვიყვნეთ წარამატებასა შინა სულიერსა. აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა

ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ. ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს წარმატებასა, არა ცდილობს, რომ თანდათან შეიქმნეს უმჯობესი და უმახლობელესი ქრისტესა, ბოლოს მოაკლდება მადლსაცა მისსა და იქმნება დასჯილ. ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა

როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ იგი მარად დღე არ არის წარმატებული უდიდესისა მადლისა და სიწმიდისადმი, არამედ მოისვენა და დაიძინა, მოაკლდება ძალსაცა მას, რომელიცა აქ აქვს. როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და

როგორ მოვიძულო თავი ჩემი? რა სახით შემიძლიან, რომ დავივიწყო და მოვიძულო სული ჩემი? იმ სახით, ძმაო ჩემო, რომელ, ერთის მხრით, შთახედე შენს გულში, გასინჯე შენი ბუნება და შეიტყვე, რაოდენნი ცოდვანი, ბოროტნი მიდრეკილებანი, უწმინდურნი თვისებანი ბუდობენ მას შინა, და, მეორე მხრით, წარმოიდგინე, ვითარსა სიწმიდესა და უმანკოებასა მოითხოვს შენგან იესო ქრისტე. როგორ მოვიძულო თავი ჩემი? რა სახით შემიძლიან

მარტო თავის უარისყოფა, ანუ ცოდვისაგან დაშორება და ჯვარის აღება, ანუ მოთმინება განსაცდელისა, არ არის საკმაო ქრისტიანისათვის, უკეთუ იგი ამასთანავე არ არის სვლასა ანუ სულიერსა წარმატებასა შინა, ესე იგი მდაბლის ხარისხის სათნოებისგან არ წარემართება უმაღლესისა ხარისხისადმი. მარტო თავის უარისყოფა, ანუ ცოდვისაგან

მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრაობა აქ ნიშნავს ქრისტეს მცნებათა აღსრულებასა, ნაყოფის გამოღებასა, ანუ სულიერთა წარმატებათა სათნოებათა შინა. მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა

გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასადამე, უმჯობესი არ არის, ძმაო, ღვთის გულისათვის მოითმინო ჭირი და განსაცდელი, ვიდრეღა უმადურისა ამის სოფლისათვის? ეს სოფელიც არ გიტევებს შენ შეუწუხებლად, ისიც დასდებს მხართა ზედა შენთა თვისსა მძიმესა ჯვარსა; გარნა ზიდვა ჯვარისა ამის, თუმცა ერთს წამს იქმნება გასიამოვნებს შენ, ხოლო ბოლოს ფრიად შეგაწუხებს; ზიდვა ქრისტეს ჯვარისა საბოლოოდ დარჩება შენთვის მაცხოვარებითად. გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს

მრავალგზის მომხდარა ისიც, რომ დიდმან მწუხარებამან და უბედურებამან მოაქცია ღვთისადმი გული თვით ურწმუნოთა და განრყვნილთა კაცთა. მრავალგზის მომხდარა ისიც, რომ დიდმან

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1