დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი განა შეძლებს თავი დააღწიოს უქმადმეტყველებას, რომელიც შობს სულის დამამძიმებელ ბოროტ სიტყვებს? თითოეულ ასეთ სიტყვაზე ადამიანი პასუხს აგებს.
მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომილი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრომონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივიწყ...
იხილეთ სრულად
მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომილი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრომონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივიწყებდეთ.
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი. მაშ, იბრძოლე...
იხილეთ სრულად
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი.მაშ, იბრძოლე. მცირედი გაგიმხილე, თავი აიძულე და უფრო მეტს იპოვი.
ბევრს ნუ ილაპარაკებ, შვილო, რადგან მრავლისმეტყველება შენს სულს საღვთო შურს უკარგავს. შეიყვარე მდუმარება – ყველა სათნოების მშობელი. ის სულს ისე შემოზღუდავს, რომ მას ეშმაკის ბოროტება ვეღარ შეეხება.