მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
„უმჯობეს არს გარდამოჭრა სიმაღლისაგან, ვიდრეღა დაცემა ენისაგან“. ენა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ... იხილეთ სრულად
თუ გსურთ, რომ თქვენმა ლოცვამ ცრემლისა და მადლის საშუალებით ღვთის წინაშე კადნიერება შეიძინოს, მოერიდეთ უქმ სიტყვებსა და სიცილს.
უფრთხილდით ვნებიან გულისსიტყვებს, რომელთაც წარმოსახვები მოსდევს. გამოჩენისთანავე განდევნეთ ისინი, რადგან მათი შეწყნარება საფრთხეში ჩაგაგდებთ – უბადრუკი სულის სიკვდილს მოგიტანთ.
იესოს ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით, მგზნებარედ, გამუდმებით იმეორეთ. მხოლოდ ასე გაძლიერდებით სულიერად.
ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოერიდეთ უქმ სიტყვებს, რადგან ისინი აუძლურებენ და ბრძოლის უნარს უკარგავენ სულს.