120. წინაგანგებაა ის, რაც საღვთო აუცილებლობის შესაბამისად ხდება, როგორც, მაგალითად, ყოველდღიური ამოსვლა და ჩასვლა მზისა და მიწისგან ნაყოფის აღმოცენება. ამგვარადვე, თავის მხრივ, რჯულად ის ითქმის, რაც ადამიანური აუცილებლობის შესაბამ...
იხილეთ სრულად
120. წინაგანგებაა ის, რაც საღვთო აუცილებლობის შესაბამისად ხდება, როგორც, მაგალითად, ყოველდღიური ამოსვლა და ჩასვლა მზისა და მიწისგან ნაყოფის აღმოცენება. ამგვარადვე, თავის მხრივ, რჯულად ის ითქმის, რაც ადამიანური აუცილებლობის შესაბამისად ხდება, ყველაფერი კი სწორედ ადამიანის გამო შეიქმნა. (ამ სიტყვების აზრი ისაა, რომ, ერთი მხრივ, წინაგანგება აღნიშნავს საღვთო აუცილებლობის შესაბამისად აღსრულებულ მოვლენებს, რაც შეიძლება არ უკავშირდებოდეს უშუალოდ ადამიან...
121. რასაც კი აკეთებს ღმერთი, როგორც კეთილი, ადამიანისთვის აკეთებს, - კარგსაც და ცუდსაც. იმისათვის, რომ არ გიკვირდეს უკეთურთა კეთილდღეობა, იცოდე, რომ ისევე როგორც ქალაქები აძლევენ სარჩოს ჯალათებს, თუმცა კი ამით მათ უსაშინლეს არჩევ...
იხილეთ სრულად
121. რასაც კი აკეთებს ღმერთი, როგორც კეთილი, ადამიანისთვის აკეთებს, - კარგსაც და ცუდსაც. იმისათვის, რომ არ გიკვირდეს უკეთურთა კეთილდღეობა, იცოდე, რომ ისევე როგორც ქალაქები აძლევენ სარჩოს ჯალათებს, თუმცა კი ამით მათ უსაშინლეს არჩევანს როდი აქებენ, არამედ სწორედ მათ მიერ სჯიან იმათ, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, ამგვარადვე ღმერთიც ანებებს უკეთურ ადამიანებს, იბატონონ, ამ ცხოვრებაზე, რომ მათი გზით დაისაჯოს, ვინც უღირსია, თუცმა შემდეგ ესენიც სასჯელს გ...
link
122. კერპთა მოთაყვანეებს რომ შეეცნოთ და გულით დაენახათ, რას სცემდნენ თაყვანს, არ შეცდებოდნენ ეს უბადრუკნი კეთილმსახურებისგან, არამედ ღვთისგან ქმნილთა და ქმნადთა კეთილშემკობილობის, წესრიგისა და წინაგანგების განმჭვრეტნი შეიმეცნებდნე...
იხილეთ სრულად
122. კერპთა მოთაყვანეებს რომ შეეცნოთ და გულით დაენახათ, რას სცემდნენ თაყვანს, არ შეცდებოდნენ ეს უბადრუკნი კეთილმსახურებისგან, არამედ ღვთისგან ქმნილთა და ქმნადთა კეთილშემკობილობის, წესრიგისა და წინაგანგების განმჭვრეტნი შეიმეცნებდნენ კიდეც იმას, ვინც შექმნა ეს ყოველივე ადამიანისთვის.
123. ადამიანს, როგორც ბოროტსა და უსამართლოს, შეუძლია, რომ მოკლას, მაგრამ ღმერთი არ აჩერებს სიცოცხლის მინიჭებას თვით უღირსებისთვისაც კი, რადგან მან, როგორც ბუნებით უშურველმა და კეთილმა, განიზრახა ქვეყნიერების შექმნა და შეიქმნა კიდე...
იხილეთ სრულად
123. ადამიანს, როგორც ბოროტსა და უსამართლოს, შეუძლია, რომ მოკლას, მაგრამ ღმერთი არ აჩერებს სიცოცხლის მინიჭებას თვით უღირსებისთვისაც კი, რადგან მან, როგორც ბუნებით უშურველმა და კეთილმა, განიზრახა ქვეყნიერების შექმნა და შეიქმნა კიდეც, რაც კვლავაც ქმნადობს ადამიანისა და მისი ცხონების გამო.
124. ადამიანი ისაა, ვინც შეიცნობს, თუ რა არის სხეული (რომ ხრწნადია იგი და სწრაფწარმავალი), რადგან ამგვარი ვინმე სულსაც იმეცნებს (რომ საღვთოა იგი, უკვდავია და როგორც ღვთისაგანი შთაბერილობა, სხეულთანაა თანაშეკრული სხეულისვე გამოსაცდ...
იხილეთ სრულად
124. ადამიანი ისაა, ვინც შეიცნობს, თუ რა არის სხეული (რომ ხრწნადია იგი და სწრაფწარმავალი), რადგან ამგვარი ვინმე სულსაც იმეცნებს (რომ საღვთოა იგი, უკვდავია და როგორც ღვთისაგანი შთაბერილობა, სხეულთანაა თანაშეკრული სხეულისვე გამოსაცდელად და განსაღმრთობად. ამასთან, ვინც სული შეიცნო, მართლად და ღვთისსათნოდ მოღვაწეობს, არ ემორჩილება სხეულს და თავისი გონებით ღვთისმხედველი გონითად იმასაც ხედავს, რაც ღვთის მიერ სულს ენიჭება.
125. ღმერთმა, მარადის კეთილმა და უშურველმა, უფლებამოსილება მისცა ადამიანს კეთილისა და ბოროტისა, მიანიჭა რა მას ცოდნა, რომ განეჭვრიტა ქვეყნიერება და ყოველივე, რაც მასშია, და ამ გზით შეეცნო იგი, ვინც შექმნა ყოვლიერება ადამიანისთვის,...
იხილეთ სრულად
125. ღმერთმა, მარადის კეთილმა და უშურველმა, უფლებამოსილება მისცა ადამიანს კეთილისა და ბოროტისა, მიანიჭა რა მას ცოდნა, რომ განეჭვრიტა ქვეყნიერება და ყოველივე, რაც მასშია, და ამ გზით შეეცნო იგი, ვინც შექმნა ყოვლიერება ადამიანისთვის, მაგრამ შეუძლია უღირსს, რომ სურვილისამებრ, არ შეიცნოს ღმერთი, რადგან ნება აქვს მას, არც სწამდეს, თავსაც იუბედურებდეს და ჭეშმარიტების საწინააღმდეგოსაც ფიქრობდეს. დიახ, ესოდენი უფლებამოსილება აქვს ადამიანს, - კარგისაც და ც...
126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგ...
იხილეთ სრულად
126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგრამ ყველა სული გონების მქონედ არ ითქმის, რადგან ღვთისმოყვარე გონება იმათში შთაარსდება, რომლებიც კეთილგონიერნი, ღირსეულნი, მართალნი, განწმენდილნი, კეთილნი, მოწყალენი და კეთილმსახურნი არიან, და გონების თანამყოფობა შემწეობა...
128. თვალი ხილულს ხედავს, გონება კი უხილავს შეიცნობს, რადგან ღვთისმოყვარე გონება სინათლეა სულისა. ამიტომ, ვისაც ღვთისმოყვარე გონება აქვს, გულით განათლებულია და თავისი გონებით ხედავს ღმერთს.
129. არავინ, ვინც კეთილია, სამარცხვინო არაა, მაგრამ ვინც კარგი არ არის, უთუოდ უკეთურია და სხეულისმოყვარე, ხოლო ადამიანის პირველი სათნოება ესაა ხორცის მოძაგება, რადგან წუთიერთაგან, ხრწნადთაგან და ნივთიერთაგან ნებაყოფლობითი და არა უ...
იხილეთ სრულად
129. არავინ, ვინც კეთილია, სამარცხვინო არაა, მაგრამ ვინც კარგი არ არის, უთუოდ უკეთურია და სხეულისმოყვარე, ხოლო ადამიანის პირველი სათნოება ესაა ხორცის მოძაგება, რადგან წუთიერთაგან, ხრწნადთაგან და ნივთიერთაგან ნებაყოფლობითი და არა უპოვარებითი (ეს ნიშნავს, რომ ამქვეყნიური წარმავალი სიკეთეებისგან იმ შემთხვევაშიც განშორებულები ვჩანვართ, როდესაც უბრალოდ გვაკლია და არ მოგვეპოვება ისინი, თუმცა კი შეიძლება ძალიან დიდი სურვილი გვქონდეს მათი ფლობისა. ცხადია...
130. ვისაც გონება აქვს, იცის თავისი თავი, თუ რა არის (რომ ადამიანი ხრწნადია), ხოლო თავისი თავის მცოდნემ ყოვლიერება იცის (რომ ღვთის ქმნილებაა იგი და რომ შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის), რადგან ყოვლის შეცნობა და მართლად რწმენა ად...
იხილეთ სრულად
130. ვისაც გონება აქვს, იცის თავისი თავი, თუ რა არის (რომ ადამიანი ხრწნადია), ხოლო თავისი თავის მცოდნემ ყოვლიერება იცის (რომ ღვთის ქმნილებაა იგი და რომ შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის), რადგან ყოვლის შეცნობა და მართლად რწმენა ადამიანის უფლებამოსილებაშია, ხოლო ასეთმა კაცმა ურყევად იცის, რომ ამქვეყნიურთა უარმყოფელებს გასაჭირი უმცირესი აქვთ, სიკვდილის შემდეგ კი ისინი საუკუნო შვებასა და მოსვენებას იღებენ ღვთისგან.