ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
სამყარო მოწყალებამ შექმნა. მოწყალება რომ არა, ამქვეყნიური მართლმსაჯულებით კაცობრიობა დაღუპვისათვის იქნებოდა განწირული.
ბელადებსა და ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ თავისი მოვალეობა უფლის წინაშე მუდამ ახსოვდეთ. მათ მშვიდობა უნდა მოუტანონ ხალხს და არა განხეთქილება. მათი ვალია ხალხის მონაპოვარი კეთილსინდისიერად განაგონ.
ამქვეყნიური მშვიდობა ყოველი ადამიანის შინაგან განახლებას მოსდევს, ადამიანისა, ღმერთი რომ შეიცნო და საკუთარი სულისთვის ზრუნავს.
თუ გსურს გამოასწორო მშობლიური სოფელი, შენი ხალხი, შენი ქვეყანა და მთელი სამყარო, უპირველესად საკუთარი თავი გამოასწორე. გამოსწორების საკუთარი თავიდან დაწყება მართლმადიდებლური მოძღვრების ძირითადი პრინციპია.
ღმერთს ადამიანი პრიმიტიული და მონოტონური არსებობისთვის არ შეუქმნია. მხოლოდ მიწის დამუშავება და მესაქონლეობა არ განუჩინა მას, უფალს ადამიანის სულიერი სრულყოფა ესათნოება.