23. ზოგი ვნებათაგან თავს იკავებს ადამიანური შიშის გამო, ზოგიც პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ზოგი თავშეკავებულობის გამო, ხოლო ზოგი ღვთის განგებით თავისუფლდება ვნებათაგან.
24. უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს: მცნებებს, დოგმატებს, მუქარასა და აღთქმას. და ჩვენ ყოველივე ამათ გამო ვიტანთ ცხოვრების მთელ სიმკაცრეს: მარხვას, მღვიძარებას, შიშველ მიწაზე წოლას, უსახსრობას, მორჩილებაში შრომას, წყენ...
იხილეთ სრულად
24. უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს: მცნებებს, დოგმატებს, მუქარასა და აღთქმას. და ჩვენ ყოველივე ამათ გამო ვიტანთ ცხოვრების მთელ სიმკაცრეს: მარხვას, მღვიძარებას, შიშველ მიწაზე წოლას, უსახსრობას, მორჩილებაში შრომას, წყენას, შეურაცხყოფას, წამებას, სიკვდილს და ყოველილვე ამათ მსგავსს. "რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა მე დავიცევ გზანი ფიცხელნი" (ფს. 16, 4)
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარ...
იხილეთ სრულად
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარს, უხორცო და ხორციელ არსებათა თვისებების შეცნობის უნარით აჯილდოებს. ღვთის მეტყველების მადლს კი გონება მიშინ მოიპოვებს, როცა, სიყვარულით ფრთოვანქმნილი, ყოველივე ზემოაღნიშნულს გადაიფრენს და, ღმერთთან ყოფნას მიწეული, ღვთის ...
27. როცა გსურს, ღვთისმეტყველებდე, ნუ ეძიებ იმას, რასაც თავისთავად ღმერთი წარმოადგენს, რამეთუ ამას არა მარტო ადამიანურის, არამედ თვით იმ არსებათა გონებაც კი ვერ ჰპოვებს, რომელნიც ღვთის შემდეგ დგანან. შენ შეძლებისდაგვარად დაინახე ის...
იხილეთ სრულად
27. როცა გსურს, ღვთისმეტყველებდე, ნუ ეძიებ იმას, რასაც თავისთავად ღმერთი წარმოადგენს, რამეთუ ამას არა მარტო ადამიანურის, არამედ თვით იმ არსებათა გონებაც კი ვერ ჰპოვებს, რომელნიც ღვთის შემდეგ დგანან. შენ შეძლებისდაგვარად დაინახე ის თვისებები, რითაც ღმერთა მოცული: მარადიულობა, დაუსაბამობა, გარეშემოუწერელობა, სიკეთე, სიბრძნე, ყოველთა შემწეობა, ყოვლადმზრუნველობისა და ყველა არსების განსჯის ძალა. კაცთა შორის უკვე ღვთისმეტყველია ის, ვინც ოდნავ მაინც ხედ...
28. ძლიერია ის კაცი, ვინც ცოდნასა და ქმედებას ერთმანეთს უკავშირებს, რამეთუ მაშინ ის ავხორცობას აშთობს და გულისწყრომას ამცირებს, ხოლო ამით გონებას ფრთოვანყოფს და უფალთან ჰგიებს.
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ ...
იხილეთ სრულად
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ რა ძეს მამისაგან, ორივე მხრიდან უფსკრულში ცვივდებიან: ან ძეს აღიარებენ მამის თანაარსად, მაგრამ მას მამისაგან გამოყოფენ და იძულებულნი არიან, თქვან, რომ ძე მამისაგან არ შობილა და ამგვარად ერესში ცვივდებიან, აღიარებენ სამ ღ...
30. ვინც სიყვარულში სრულყოფილია და უბიწოების მწვერვალს მიაღწია, არ განასხვავებს თავისას და სხვისას, ერთგულსა და ორგულს, მონასა და აზნაურს, თვით მამრობითსა და მდედრობით სქესსაც კი, არამედ, ვნებათა სიმძლავრეზე ამაღლებული, მხოლოდ ერთ...
იხილეთ სრულად
30. ვინც სიყვარულში სრულყოფილია და უბიწოების მწვერვალს მიაღწია, არ განასხვავებს თავისას და სხვისას, ერთგულსა და ორგულს, მონასა და აზნაურს, თვით მამრობითსა და მდედრობით სქესსაც კი, არამედ, ვნებათა სიმძლავრეზე ამაღლებული, მხოლოდ ერთადერთს, ადამიანის ბუნებას ხედავს, ყველას თანაბრად უცქერის და ყველასადმი თანასწორადაა განწყობილი. მასში არც იუდეველია, არც ელინი, არც მამრობითი სქესია, არც მდედრობითი, არც მონაა და არც აზნაური, არამედ ყველგან და ყველაფერშ...
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე...
იხილეთ სრულად
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე მიჰყავთ, ხოლი ამის შემდეგ მას, როგორც ტყვეს, თავად ცოდვილ საქმეებსაც აღასრულებინებენ. ბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, როცა გულისთქმებით სულს გააპარტახებენ, მათთან ერთად, უკან იხევენ. გონებაში რჩება მხოლოდ კერპი (წარმოსახვი...
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა...
იხილეთ სრულად
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა გან...