წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჭეშმარიტი საუნჯე და ბედნიერება ჩვენი არის ცათა შინა, ხოლო ყოველი ქვეყნიური სიმდიდრე და ბედნიერება არის წარმავალი და განხრწნადი. ჭეშმარიტი საუნჯე და ბედნიერება ჩვენი არის

გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთას ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა. ამინ. გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთას

ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმოება და შური. ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე

ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება კაცს, ოდეს წარმოიდგენს, რა მცირე და უბრალო მიზეზი საკმაო არს ზოგჯერ, რათამცა დაარღვიოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული. ყოვლისა კაცისათვის და ყოვლისა საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული არის ესოდენ ძვირფასი საუნჯე, რომელ ადამიანმა ყოვლითა ღონისძიებითა უნდა დაფაროს და შეინახოს იგი. ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება

ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არასოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვსთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალგზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა. მაშასადამე, შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულწრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი. ან კი რა მიზეზი და საფუძველი გაქვს, რომ არ

უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა?: - "უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი" (მათე 6.14). მოძღვარა შენსა ვერ ძალუძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილიყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა; თუ საკმაო ყოფილიყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად, ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა. უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა

"უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი" (მათე 6.14). ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძნობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რაოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთიერთსა და მიუტევეთ ცოდვანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა. უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი

ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლიან განჩინება ცოდვილთა ხვედრისა და მიღება იმ ჟამად ნაწილისა მართალთასა? მაცხოვარი ეტყვის მარჯვენით მდგომარეთა: "მშიოდა და მეცით ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ; საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა" (მათე 25.35). აჰა რა აცხოვნებს კაცსა. ჰყავ შენცა ესე, უკეთუ გსურს ცხოვრება. ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის

ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მათე 25.34). გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება. მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა, რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ. "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა" (მათე 25.46). ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა

წარმოიდგინე გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვილისა კაცისა გეენიასა შინა გარესკნელსა; უფსკრულსა შინა და სიბნელესა ტარტაროზისასა ცოდვილნი იტანჯებიან გამოუთქმელად და არც ექმნება დასასრუილი ტანჯვასა მათსა. წარმოიდგინე გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1