მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თუ გსურს, კეთილსურნელებას გამოსცემდე, თავმდაბალი, წრფელი, მორჩილი და მშვიდი სული შეიტკბე, ხოლო ეგოიზმი ისე მოიძულე, როგორც სიმყრალე და სიბრიყვე. თუ გსურს, კეთილსურნელებას გამოსცემდე, თავმდაბალი,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ჩემო გოგონა, სათნოეყავი დედა იღუმენიას და ღვთის საფარველის ქვეშ მოექცევი. ქრისტეს თავმდაბალი სასძლო გახდი. უმშვენიერეს სიძეს – იესო ქრისტეს – სძულს ეგოისტი. სიძე – მდაბალი და მშვიდი, ხოლო სასძლო – ამპარტავანი და მრისხანე სული? თუ ... იხილეთ სრულად

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

დამდაბლდი და თავი დაიდანაშაულე. თუნდაც ბოლომდე მართალი იყო, ნუ გაიმართლებ თავს, რადგან თავის მართლება ჩვენი სნეული სულის განკურნებას დააბრკოლებს. დამდაბლდი და თავი დაიდანაშაულე. თუნდაც ბოლომდე მართალი...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თქვენმა მფარველმა ღვთის მადლმა რომ არ მიგატოვოთ და დიდ განსაცდელში არ აღმოჩნდეთ. ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მხოლოდ კარგ მორჩილს შეუძლია თავისი სული ანგელოზებრივი გახადოს სულიერი სიმშვენიერით. მხოლოდ კარგ მორჩილს შეუძლია თავისი სული ანგელოზებრივი...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა განსაცდელისა და შფოთის მშობელია და ვაი მას, ვისაც ბადეში გააბამს, რადგან ძლიერ დაამახინჯებს. ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე, რადგან მას ხორციელი შრომის გარეშეც ძალუძს ღვთის ძეობის მადლი მოგვანიჭოს; და პირიქით, ხორციელი შრომა ამაო და უსარგებლო იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ საკუთარ არარაობას. ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს. მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

დრო უნაყოფოდ ნუ გაგყავთ, რადგან ის მცირდება, ილევა და მოულოდნელად გავიგონებთ: „ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები“ (ეს. 38, 1). დრო უნაყოფოდ ნუ გაგყავთ, რადგან ის მცირდება, ილევა და...

link
0