არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) |
სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს აბრკოლებს, თავშეკავება ლოცვას ეხმარება, მარხვა მადლს ადამიანის სულსა და სხეულში მოქმედების საშუალებას აძლევს.
ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადე... იხილეთ სრულად
მცნებები - ეს ერთიანი ოქროს ჯაჭვია. ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს ან გაწყდეს, მაშინ დედამიწაზე ღმერთთან ურთიერთობა და საუკუნო ცხოვრება შეუძლებელი გახდება ადამიანისათვის.
მცნებები, როგორც რგოლები ერთიანი ჯაჭვისა, ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი: გაწყდება ერთი რგოლი და მთელი ჯაჭვი დაიშლება.
მცნებები - ეს პირობაა კავშირისა. ხატოვნად რომ ითქვას, მათზე, როგორც ღერძზე, ადამიანმა თავისი ცხოვრება, აზრები, სიტყვები და ქმედებები უნდა აასხას.
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდ... იხილეთ სრულად
ცილისმწამებელს ზიანი მოაქვს სულ მცირე სამი ადამიანისათვის მაინც. პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის, რამეთუ ცილისწამების ჭუჭყი, ვიდრე ის სიტყვაში განხორციელდებოდეს, მის გულს გაივლის, შემდეგ იმას ვნებს, ვისაც ცილს სწამებს, რადგან ის... იხილეთ სრულად
უფალმა დაგვიწესა: "ნუ განიკითხავთ" (მთ. 7.1). ყოველი განკითხვა ადამიანისა ცილისწამებას შეიცავს. ჩვენ ადამიანს ნიშანს ვუწერთ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს გამოცდაზე, მოსამართლეებივით განაჩენი გამოგვაქვს მისთვის, როგორც ბოროტმოქმედი... იხილეთ სრულად
მეცხრე მცნება. უფრო ღრმად და ზუსტად ის ასე ჟღერს: "არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა". მცნების პირდაპირი მნიშვნელობაა: არა თქვა სიცრუე შეგნებულად, ადამიანის სახელის გატეხის მიზნით, არ იცრუო სასამართლოზე, ცრუ ხმები... იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა... იხილეთ სრულად