წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დაინახავენ და ესრეა ყოველ საქმეში და ქცევაში. თუ ლაპარაკში იგი გარწმუნებს, რომ არის მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ; როდესაც მწუხარითა სახითა გელაპარაკება რომელსამე ცოდვასა და უსამართლობასა ზედა, ვითომც მას ეძაგებოდეს ის უსამართლობა, ნუ დარწმუნდები; უთუოდ იგი არის პირველი მოქმედი იმ უსამართლობისა. აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი

რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლის შეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, მონანება, შეწუხება, ტირილი და ღვთის ვედრება. როდესაც კაცი ჭეშმარიტად მარხულობს, ამითი ნიშნავს, რომ იგი არის შეწუხებული ცოდვათა თვისთათვის. რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა

ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ–დამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორნაირი ყოფილა! თურმე მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ზოგჯერ გამოდის არა სინანულისა და ღვთისმოყვარებისა, არამედ ამარტავნებისაგან! თურმე შესაძლებელ არის მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლსა და ღვთისმსახურებასა, არამედ ერთსა მხოლოდ ცოდვასა და ღვთის წინააღმდეგობასა! რისთვის იქებდა ფარისეველი თავსა, უკეთუ ეს ესრეთ არ იყოს! ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში

როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსა განიკითხავ, შენ ისრეთ არ შესცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორეთ ესრეთი ჰაზრი გამოდის ხშირად შენის საუბრისაგან. იქმნება შენ თითონაც არა გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფარისევლობა დიდად მზაკვარია; იგი ხშირად შენდა უცნობლად დაიბუდებს შენს გულში, იგი ზოგჯერ შენდა შეუტყობლად მიაბრუნებს შენთა სიტყვათა და საქმეთა მუნ, სადაცა შენ არ გსურდა. როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად

„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზედ უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიან. არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ესე

დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდთგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ–მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში და მოინადირებს სულსა მისსა. დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს

მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა გაერევა და გამოჩნდება მხოლოდ ზოგიერთთა საქმეთა შინა, ეს კი ყოველ სიტყვაში და ყოველ საქმეში. ფარისევლობა ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ ჰაზრს და სიტყვას მისცემს რაღასაც ცუდად განსხვავებულს ფერს; გარნა უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომელ იგი ატყუებს კაცსა. კაცი მყოფი ფარისევლობასა შინა ფიქრობს, ვითომც იგი არის კეთილი და სათნო ღვთისა. მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას

ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალია, რომელ ყოველთა მცხოვრებთა ჩვენის ქვეყანისათა, ვიწყოთ დაბალის ხალხისაგან ვიდრე აზნაურთ და თავადთადმდე, აქვსთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზობა, ვიდრე სხვათა კავკასიის მცხოვრებთა, გარნა ისიც უნდა აღვიაროთ, რომელ ამ ზრდილობას და თავაზიანობასა ხშირად გაერევა ფარისევლობა. ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად. ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს

რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზეო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესე ვითართა შემთხვევათა კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვასა. რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი

ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმენდისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღბ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის–პირ კაცს აქებ და ეფერები და პირიქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, ოდეს ელაპარაკები რა შენზედ უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არამედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთარი სარგებლობა. ფარისეველი ხარ, ოდეს შენ ერთს კაცს აქებ, არა მისთვის, რომელ იგი ღირსი არის ქებისა, არამედ მისთვის, რომ იგი არს მოყვარე და მეგობარი შენი, ხოლო მეორეს განკითხავ მისთვის, რომელ იმას აქვს შენთვის მცირეოდენი უკმაყოფილება; ოდეს ენითა შენითა ამტკიცებ დიდსა სიყვარულსა სიმართლისა და სათნოებისასა, ხოლო საქმით კი უმართლო ხარ. ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1