უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას.
აბსურდი და უდიდესი დანაშაულია, როცა პირველკლასელს ვაიძულებთ, თითქმის იმდენივე ხანს იჯდეს გაკვეთილზე მობილიზებული, რამდენ ხანსაც ვთხოვთ, ვთქვათ, მეათე კლასის მოსწავლეს. სწავლების ასეთი ფორმით ხომ ბავშვს ძალაუნებურად რობოტად ვზრდით.
თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის. სხვადასხვა აზრები ერთმან...
იხილეთ სრულად
თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის.სხვადასხვა აზრები ერთმანეთზე მოახდენენ გავლენას. ისინი დაუახლოვდებიან, შეავსებენ, მიიზიდავენ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობენ პოზიციათა ურთიერთგაგებას, კონსოლიდაციას.
ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყ...
იხილეთ სრულად
ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
ნებისმიერი პარტიის წევრში თუ უპარტიოში, ხანდაზმულში თუ ჭაბუკში მტერი კი არა, ჩვენი მამა, დედა, და, ძმა, მეგობარი უნდა დავინახოთ და ამ თვალთახედვიდან უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების გამოსასწორებლად.