ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრების მოაზრება. ამასთან მან გვითხრა პური შენი არსობის შენი შრომით მოიპოვეო. ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით

ადამიანი წააგავს ხეს, ხორციელი შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა ნაყოფი. წმ. წერილიც ამბობს: „ყველა ხე რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“. ასე რომ ნათელია, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაყოფზე ე.ი. გულის დაცვაზე, მაგრამ ჩვენთვის ფოთლოვანი საფარველიც საჭიროა ე.ი. ხორციელი შრომა. ადამიანი წააგავს ხეს, ხორციელი შრომა

image
image თემა: შრომა
ავტორი: აბბა აღათონი

იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და სხვა დანარჩენს, რაც ხისგან კეთდება. ამ საქმით იგი ოცდაათ წლამდე იყო დაკავებული. იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი

სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან, მაშინ როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა. სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები

როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება. როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების

image
image თემა: შრომა,  აღზრდა
ავტორი: ილია II

დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმრისაგან, მაშინ იგი არ იქმნება შემწე, არამედ დამაბრკოლებელი და დამამძიმებელი ქმრისა. დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი

სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: “იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი”. სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის

ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად. თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მოწესრიგდება თქვენი ცხოვრება. უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, თქვენს მიწიერ ღვაწლს. ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების

თუ ჩვენ მოყვასს სათნოვეყოფით ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულის გამო, ჩვენი მაცხოვრის მაგალითის მიხედვით, რომელიც ქვეყნად მოვიდა არა იმიტომ, რომ თავის თავისთვის ესიამოვნებია, არამედ ჩვენი ხსნისათვის, რის გამო ბევრი შრომა, ავადმყოფობა და ავად ხსენება გადაიტანა, მაშინ ჩვენ მოყვას ისე, როგორც ეს ქრისტეანმა უნდა შეასრულოს. თუ ჩვენ მოყვასს სათნოვეყოფით ღვთისადმი და

მრავალი დრო და შრომა, – უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი, – არის საჭირო იმისთვის, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა–ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს ჩვენ ყოველთვის გულით, და არამხოლოდ ბაგეებით, ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ შემოქმედ ღმერთს (ეფეს. 5.19). მრავალი დრო და შრომა, – უფრო გონებისმიერი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3