ყველა ღვთისმსახური ქრისტიანის ხელთუქმნელ ტაძარში, სხეულში, არის შუქი გონიერი და ეს შუქი გონიერი მზისგან - ღვთისგანაა, რომელიც ისეთივე დასანახია ამსოფლად, როგორც სული სხეულში. ვამჩნევ ხოლმე, როგორ შემოდის და ანათებს გონიერი მზე, ღ...
იხილეთ სრულად
ყველა ღვთისმსახური ქრისტიანის ხელთუქმნელ ტაძარში, სხეულში, არის შუქი გონიერი და ეს შუქი გონიერი მზისგან - ღვთისგანაა, რომელიც ისეთივე დასანახია ამსოფლად, როგორც სული სხეულში. ვამჩნევ ხოლმე, როგორ შემოდის და ანათებს გონიერი მზე, ღმერთი ჩემს სულს: მაშინვე სიმსუბუქე, სიამე, სინათლე სახლდება, მისი განშორებისთანავე წყვდიადი, გაჭირვება დგება სულში და როგორც ხილულ სამყაროში მიზეზი ყველანაირი სიბნელისა მზის ჩასვლა-მიფარებაა, სულიერ სამყაროშიც, წყვდიადი,...
link
ამა თუ იმ სენისგან განკურნებულმა, მადლობა აღუვლინე უფალს ამ მოკლე ლოცვით: დიდება უფალო, იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო, დაუსაბამოო ღვთისა, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი კაცის ყველანაირი წყლულისა, ჭირისა, რამეთუ შემიწყალე მე ცოდ...
იხილეთ სრულად
ამა თუ იმ სენისგან განკურნებულმა, მადლობა აღუვლინე უფალს ამ მოკლე ლოცვით: დიდება უფალო, იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო, დაუსაბამოო ღვთისა, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი კაცის ყველანაირი წყლულისა, ჭირისა, რამეთუ შემიწყალე მე ცოდვილი, მიხსენი სნეულებისაგან, არ ინებე დაავადების გამძვინვარება, ჩემი სიკვდილი, რომელიც მერგებოდა ცოდვების გამო. მომმადლე მე, უფალო ახლა ძალა, რათა მტკიცედ დავიცვა ნება შენი, ჩემივე უბადრუკი სულის სადიდებლად, აწ და მარადი...
link
რა არის წმინდა გული? - მდაბალი, შემუსვრილი, უზაკველი, უბრალო, უღალატო, მიმნდობი, უეჭველი, უბოროტო, კეთილი, უანგარო, მტრობისა და შურისაგან თავისუფალი.
სულო ჩემო, გახსოვდეს შენი ზეციური ღირსებანი, მოსვენებას ნუ კარგავ უსარგებლო საგნების გამო. სხვა ადამიანებშიც იგივე ეძებე, ამას ეცი პატივი, ხრწნადის გამო, კადნიერებამ არ გძლიოს, არ მოიძულო, არ შეურაცხყო მავანი. მთელი ძალით შეიყვარე...
იხილეთ სრულად
სულო ჩემო, გახსოვდეს შენი ზეციური ღირსებანი, მოსვენებას ნუ კარგავ უსარგებლო საგნების გამო. სხვა ადამიანებშიც იგივე ეძებე, ამას ეცი პატივი, ხრწნადის გამო, კადნიერებამ არ გძლიოს, არ მოიძულო, არ შეურაცხყო მავანი. მთელი ძალით შეიყვარე სულიერი და ზეციური, შეიძულე მიწიერი, წარმავალი. მაცხოვრის სიტყვები გახსოვდეს: პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. საოცარი ქრისტიანული სიბრძნე დევს ამ სიტყვებში. გაიხსენე, რა მაგალითი დაგვიდო თავად მაცხოვარმა თავისი ამს...
link
მტერი გძულს შენი? უგუნური ყოფილხარ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მტერი გდევნის, შენ კიდევ უფრო მეტად ედენები შენ თავს შიგნიდან და მითხარი, რაა თუ არა დაუნდობელი ვნება, რომლის "წყალობითაც" საკუთარ თავს იმწარებ მტრის სიძულვილით. შეიყვარე...
იხილეთ სრულად
მტერი გძულს შენი? უგუნური ყოფილხარ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მტერი გდევნის, შენ კიდევ უფრო მეტად ედენები შენ თავს შიგნიდან და მითხარი, რაა თუ არა დაუნდობელი ვნება, რომლის "წყალობითაც" საკუთარ თავს იმწარებ მტრის სიძულვილით. შეიყვარე მტერი, - ბრძენზე ბრძენი იქნები. ო, რომ იცოდე, რა ზეიმი და ნეტარებაა, გიყვარდეს მტერი, კეთილი უყო მას! ასე იდიდა ძე ღვთისა, ასე იდიდა ღმერთმა წმ. სამებაში, ეს იყო დიადი ძლევა მისი სიყვარულისა ზნედაბრეცილი, უმადური ადამია...
link
უხილავ მტერთან ბრძოლისას, სასო არ წარიკვეთო, გაჭირვებისა და სულის შეიწროებისას, ყველაზე მძიმე მომენტებშიაც კი, ადიდე უფალი. ბრძოლა და ვნება, მისი სახელისთვისაა, მისი გულისთვის იგესლები დაუნდობელი გველისაგან ყოველ წამს. შენ რომ ღვთ...
იხილეთ სრულად
უხილავ მტერთან ბრძოლისას, სასო არ წარიკვეთო, გაჭირვებისა და სულის შეიწროებისას, ყველაზე მძიმე მომენტებშიაც კი, ადიდე უფალი. ბრძოლა და ვნება, მისი სახელისთვისაა, მისი გულისთვის იგესლები დაუნდობელი გველისაგან ყოველ წამს. შენ რომ ღვთისმოშიში ცხოვრება არ აგერჩია, ღმერთთან სიახლოვეს არ დაშურებოდი, მტერი ახლოსაც არ გაგეკარებოდა, არ გაწამებდა.
link
დიდება შენდა, მაცხოვარო, ყოვლისშემძლე ძალავ! დიდება შენდა, მხსნელო, დიდება შენდა, ყოველგან არსო! დიდება წიაღო უკეთილშობილესო! დიდება შენდა, სმენაო (ღმერთო) ყოველთაგამგონებელო. რომელმაც შეისმინე ჩემი, უბადრუკის ლოცვა, შემიწყალე, მი...
იხილეთ სრულად
დიდება შენდა, მაცხოვარო, ყოვლისშემძლე ძალავ! დიდება შენდა, მხსნელო, დიდება შენდა, ყოველგან არსო! დიდება წიაღო უკეთილშობილესო! დიდება შენდა, სმენაო (ღმერთო) ყოველთაგამგონებელო. რომელმაც შეისმინე ჩემი, უბადრუკის ლოცვა, შემიწყალე, მიხსენი ჩემი ცოდვებისაგან! დიდება შენდა, თვალო ყოვლადნათელო, ლმობიერად ჩემზედ მომზირალო და ჩემთა ცოდვათა მამხილებელო! დიდება შენდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ტკბილო იესო, მაცხოვარო ჩემო!
link
გულითადი რწმენა აუცილებელია ადამიანისათვის, რადგან ჩვენი გონების შუქი ჭრაქივით ბჟუტავს, გონიერ სინათლეს, უფალი ღმერთის ზღვარდაუდებელ ნათელს ვერ იტევს; ეს სოფელი, უფსკრულია მისი ყოვლისშემძლეობისა, სიბრძნისა. ჩვენში, ერთობ მცირედი, ...
იხილეთ სრულად
გულითადი რწმენა აუცილებელია ადამიანისათვის, რადგან ჩვენი გონების შუქი ჭრაქივით ბჟუტავს, გონიერ სინათლეს, უფალი ღმერთის ზღვარდაუდებელ ნათელს ვერ იტევს; ეს სოფელი, უფსკრულია მისი ყოვლისშემძლეობისა, სიბრძნისა. ჩვენში, ერთობ მცირედი, შეიძლება ითქვას, წვეთია მისი ძლევამოსილებისა, სიბრძნისა, რადგან მხოლოდ ამდენს და მეტს ვერ დავიტევდით ჩვენს ხრწნად სხეულში.
link
უმეტესი ნაწილი ადამიანებისა თავისი ნებით ატარებს გულში ეშმაკის ტვირთს, ეჩვევიან ასეთ ყოფას, ხშირად ვერც კი გრძნობენ ამ სიმძიმეს, შეუმჩნევლად, კიდეც ამატებენ და ამატებენ ზედ. თუმცა, ხანდახან, თავად დაუნდობელი მტერი აათმაგებს მათ სა...
იხილეთ სრულად
უმეტესი ნაწილი ადამიანებისა თავისი ნებით ატარებს გულში ეშმაკის ტვირთს, ეჩვევიან ასეთ ყოფას, ხშირად ვერც კი გრძნობენ ამ სიმძიმეს, შეუმჩნევლად, კიდეც ამატებენ და ამატებენ ზედ. თუმცა, ხანდახან, თავად დაუნდობელი მტერი აათმაგებს მათ საპალნეს და მაშინ ისინი საშინელ სულმოკლეობას, სასოწარკვეთას ეძლევიან, გმობენ ღმერთს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი, ასეთ დროს, ჩვეულებრივ, კარტით თამაშობს, საღამოების მოწყობას, ცეკვებსა და თეატრებში სიარულს იწყებს, რათა თავი ...
link
ილოცე, მოყვასის ნაკლსა და ვნებას თუ ხედავ, ყველაზე, შენს მტრებზეც კი ილოცე. თუკი იცი, რომ შენი მოყვასი, ან ვინც არ უნდა იყოს, ჭირვეული, ამაყი და ქედმაღალია, ილოცე მისთვის, რომ გაუნათოს ღმერთმა გონება, თქვი: ღმერთო! ასწავლე შენს მი...
იხილეთ სრულად
ილოცე, მოყვასის ნაკლსა და ვნებას თუ ხედავ, ყველაზე, შენს მტრებზეც კი ილოცე. თუკი იცი, რომ შენი მოყვასი, ან ვინც არ უნდა იყოს, ჭირვეული, ამაყი და ქედმაღალია, ილოცე მისთვის, რომ გაუნათოს ღმერთმა გონება, თქვი: ღმერთო! ასწავლე შენს მინას, ეშმაკის სიამაყით დასნეულებულს, სიმდაბლე და მორჩილება, მოაშორე გულიდან წყვდიადი და ტვირთი სატანური სიამაყისა. განრისხებული თუ ნახო კაცი, ასე ილოცე: ღმერთო, კეთილი უყავ შენს მონას შენი მადლით! - ვერცხლისმოყვარე და ძუნ...
link