რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.
რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.
როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ძმას ჩემ მიმართ – ცუდი თუ კარგი – თუკი მიზნის მიღწევა და ღმერთთან შეერთება მსურს, ის სხვაგვარად უნდა დავინახო. ამიტომ იყო, რომ მამები არასოდეს ამართლებდნენ ადამიანებს, განსაკუთრებით მონაზვნებ... იხილეთ სრულად
დააშავა თუ არა სხვამ, ეს არ არის გამოსაძიებელი, არამედ ის გამოვიძიოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ძმა, გული ხომ არ გვაქვს დამძიმებული. მე ვარ დამნაშავე; მე უნდა შევცვალო ჩემი სული და შევიყვარო ძმა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზ... იხილეთ სრულად
თავმოწონების სულს უფრთხილდი; ნუ იფიქრებ, რომ რაიმე ისეთი გაგაჩნია, რაც სხვას არ აქვს, რადგან სულიწმიდა თითოეულში ისე ნაწილდება, როგორც თავად სურს: ერთთან ის სიყვარულში ვლინდება, მეორესთან – სიბრძნეში, სხვასთან – კეთილგონიერებაში, ... იხილეთ სრულად
მთავარია, სული იყოს ჯანმრთელი – თავმდაბალი და თვითშემეცნების მქონე!
ღმერთი უხმარ ქმნილებებს ეძებს: „ქალაქის უბნები და ქუჩები მოიარეთ და ყველა, ვისაც იპოვით გლახაკს, დავრდომილს, უძლურს თუ ხეიბარს – აიძულეთ, ჩემს სახლში შემოვიდნენ, რომ გაივსოს იგი. ხოლო წვეულნი, რომელთაც თავი უდანაშაულო ჰგონიათ, სერ... იხილეთ სრულად
კეთილი საქმეების გარეშე, მხოლოდ საკუთარი უძლურებისა და ღვთის დიდებულების შეცნობით არის შესაძლებელი გავხდეთ ღვთის შვილები. სიმდაბლის გარეშე შესრულებულ საქმეს მტკიცების ბეჭედი არ აქვს, ხოლო როგორც კი სიმდაბლესთან თანაზიარი ხდება, მა... იხილეთ სრულად
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანი... იხილეთ სრულად
კეთილი ღვაწლით იღვაწე (2 ტიმ. 4, 7), შვილო. ნუ გეშინია, უიმედობის ყველა ალყა გაარღვიე. ღმერთმა სნეულები და ურგებნი გამოირჩია, რომ ამით არცხვინოს ის, ვინც ჯანსაღ და ვარგის ადამიანად თვლის თავს. ღვთის ძალა აშკარად უძლურ არსებებში ვლ... იხილეთ სრულად
განა რა არის ეს სამყარო ღვთის უსასრულობასთან შედარებით? და განა რა ადგილი უკავია მასში ადამიანს, ამ არარაობას, ასე რომ იქადის და ამპარტავნებს თავისი არარაობით?