მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მხოლოდ კარგ მორჩილს შეუძლია თავისი სული ანგელოზებრივი გახადოს სულიერი სიმშვენიერით. მხოლოდ კარგ მორჩილს შეუძლია თავისი სული ანგელოზებრივი...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა განსაცდელისა და შფოთის მშობელია და ვაი მას, ვისაც ბადეში გააბამს, რადგან ძლიერ დაამახინჯებს. ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე, რადგან მას ხორციელი შრომის გარეშეც ძალუძს ღვთის ძეობის მადლი მოგვანიჭოს; და პირიქით, ხორციელი შრომა ამაო და უსარგებლო იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ საკუთარ არარაობას. ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თქვენმა მფარველმა ღვთის მადლმა რომ არ მიგატოვოთ და დიდ განსაცდელში არ აღმოჩნდეთ. ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თქვენი თანამოღვაწე ძმების სულიერ უძლურებებს ნუ გამოიძიებთ, რადგან ეს საკმაოდ დაგაზიანებთ. ღვთის გულისთვის თანაგრძნობით დახუჭეთ თვალი მათზე, რომ ღმერთმა თქვენს უძლურებას თანაგრძნობით მოხედოს. თქვენი თანამოღვაწე ძმების სულიერ უძლურებებს ნუ...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს. მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა,...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მხურვალედ ვევედრები ღვთისმშობელს, ყველაფერში სიმდაბლე მომმადლოს, რადგან ეს უმთავრესი სათნოებაა და მის გარეშე არც ერთი საქმე არ აღიბეჭდება სულიწმიდის მადლით! მხურვალედ ვევედრები ღვთისმშობელს, ყველაფერში სიმდაბლე...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თავმდაბლობა ყველაზე მშვენიერი სათნოებაა, ოქროქსოვილი სამოსელია. ნეტარია, ვინც მას შეიმოსავს, რადგან ამით ის ენით გამოუთქმელ სულიერ მშვენიერებას შეიძენს. და პირიქით, ყველაზე ბინძური ვნება ამპარტავნება და ეგოიზმია. თავმდაბლობა ყველაზე მშვენიერი სათნოებაა, ოქროქსოვილი...

link
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ანგელოზები ზეცაში დიდებისმეტყველებდნენ და გალობდნენ, ადამიანები თავიანთ სასახლეებში ილხენდნენ, შემოქმედი ღმერთი კი, როგორც უკანასკნელი ღატაკი, ერთ გამოქვაბულში, პირუტყვის ბაგაში იწვა! როგორი სიმდაბლე გვიჩვენა იესომ! თქვენც ასეთ... იხილეთ სრულად

link
0