შეიძლება უფალს შევევედროთ ჩვენი განკურნება მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ აღდგენილ ჯანმრთელობას და ძალებს უფლის საქმეს და არა ამაოებასა და ცოდვებს მოვახმართ.
ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია თავი ხიბლში მყოფ...
იხილეთ სრულად
ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი საცთურში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რ...
link
როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის გ...
იხილეთ სრულად
როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სულიწმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა დატკბეს წმინდა, სულიერი, ღრმთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც ...
link
ნუ დავიწყებთ ტკბობის, ხილვების ძიებას; ჩვენ ცოდვილნი ვართ, ღირსნი არა ვართ სულიერი ტკბობისა და ხილვებისა, უუნარონი ვართ მათ მიმართ ჩვენი სიძველის (ვნებიანობის) გამო. ყურადღებიანი ლოცვით შევეცადოთ ჩვენი გონების თვალნი საკუთარ თავს ...
იხილეთ სრულად
ნუ დავიწყებთ ტკბობის, ხილვების ძიებას; ჩვენ ცოდვილნი ვართ, ღირსნი არა ვართ სულიერი ტკბობისა და ხილვებისა, უუნარონი ვართ მათ მიმართ ჩვენი სიძველის (ვნებიანობის) გამო. ყურადღებიანი ლოცვით შევეცადოთ ჩვენი გონების თვალნი საკუთარ თავს მივაპყროთ, რათა მასში ჩვენი ცოდვიანობა აღმოვაჩინოთ.
link
ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნი, რომელნიც ყ...
იხილეთ სრულად
ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნი, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თავში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმიდა მამებთან თანხმობით, დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს ა...
link
თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მის...
იხილეთ სრულად
თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრობაშია, რომლისგანაც წარმოიშობა ხიბლი და დაცემა.
link
ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული არ ხდება ლოცვის წყარო, სული და მიზანი. აი, სინანული და ყველაფერი ის, რისგანაც ის შედგება: ჭმუნვა, ანუ სულის დამდაბლება, გულის ტირ...
იხილეთ სრულად
ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული არ ხდება ლოცვის წყარო, სული და მიზანი. აი, სინანული და ყველაფერი ის, რისგანაც ის შედგება: ჭმუნვა, ანუ სულის დამდაბლება, გულის ტირილი, ცრემლები, თვითგანსჯა, სიკვდილის მუდმივი ხსოვნა და შეგრძნება, აგრეთვე ხსოვნა ღვთის სამსჯავროსი და მუდმივი ტანჯვისა, ღვთის არსებობის შეგრძნება; ღვთის შიში ღვთის წყალობის საწინდარია, უზენაესი და სამუდამო ძღვენის საფუძვ...
link
გონებას ახასიათებს ოცნებებში ისეთი მაღალი ლოცვითი მდგომარეობების წარმოდგენა, რომლებისთვისაც ჯერ არ მიუღწევია და მათი დამახინჯება საკუთარ ოცნებებსა და აზრებში არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამგვარმა მოღვაწემ ისიც დაკარგოს, რაც მიც...
იხილეთ სრულად
გონებას ახასიათებს ოცნებებში ისეთი მაღალი ლოცვითი მდგომარეობების წარმოდგენა, რომლებისთვისაც ჯერ არ მიუღწევია და მათი დამახინჯება საკუთარ ოცნებებსა და აზრებში არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამგვარმა მოღვაწემ ისიც დაკარგოს, რაც მიცემული აქვს და ხიბლის მოქმედების შედეგად შეიშალოს.
link
ეშმაკების ყველანაირ გამოცხადებას საერთო თვისება გააჩნია, მათ მიმართ გამოხატული სულ მცირედი ყურადღებაც საშიშია; მოვლენისადმი ყოველგვარი სიმპათიის გარეშე გამოხატულმა უბრალო ყურადღებამაც კი შეიძლება ადამიანი ბოროტი შთაბეჭდილების ქვეშ...
იხილეთ სრულად
ეშმაკების ყველანაირ გამოცხადებას საერთო თვისება გააჩნია, მათ მიმართ გამოხატული სულ მცირედი ყურადღებაც საშიშია; მოვლენისადმი ყოველგვარი სიმპათიის გარეშე გამოხატულმა უბრალო ყურადღებამაც კი შეიძლება ადამიანი ბოროტი შთაბეჭდილების ქვეშ მოაქციოს და სერიოზული ცდუნება განაცდევინოს.
გონების გახრწნა ყოველთვის დაკავშირებულია სხვა სულიერ თივსებათა გახრწნასთან, რის გამოც გონების გახრწნას და სულის გახრწნას თავისი შედეგებით იგივე მნიშვნელობა აქვს. მცდარი მოძღვრ...
link
დაიცავი გონება და გული ცრუმოძღვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სულიწმიდა მკვიდრობს, სული ჭეშმარიტები...
იხილეთ სრულად
დაიცავი გონება და გული ცრუმოძღვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სულიწმიდა მკვიდრობს, სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეში ეშმაკის სული მკვიდრობს და მოქმედებს. იგი არის სიცრუე დ მამა სიცრუისა.
link