სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინამძღვარი ხდება. სარწმუნოება არა მარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი ა...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინამძღვარი ხდება. სარწმუნოება არა მარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთისათა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კაცი ღმერთს თავის გ...
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმონოება ცივი, უქმი და თ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმონოება ცივი, უქმი და თითქმის მკვდარია. ასეთი მორწმუნენი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ჰგვანან, რომელთაც, ხედავდნენ რა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულებს და იცოდნენ რა, რომ ძე ღმრთისა იყო, კეთილ საქმეებს მაინც არ მისდევდნენ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუ...
სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმონოების შეგონებით, შემ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმონოების შეგონებით, შემწეობითა და ძალით არის აღსრულებული.
ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს, დიდი სურვილი აქვთ, რომ გარეგნულად ღირსეულად და მოსაწონად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის მშვენიერება და სამკაული მისი შინაგანი ღირსება და სათნოებაა.
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებული...
იხილეთ სრულად
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებულიც უნდა იყოს; არა თუ მხოლოდ მემრუშე არ უნდა იყოს, არამედ გულშიც კი უწმინდური აზრი არ უნდა გაივლოს (II, 5).
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მ...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც თავს ცოდვებისაგან სინანულით განიწმენდს. ჭეშმარიტი მონანული კი ისაა, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშმარიტ მონანულს...
პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ მისი უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურ...
იხილეთ სრულად
პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ მისი უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა. მისი სიმრუდე და სიცრუე მრევლში საწამლავივით იმოქმედებს. პატიოსნება სჭირდება ყოველი პროფესიის ადამიანს, სახელმწიფო მოხელე იქნება იგი, შინამოსამსახურე თუ ვაჭარი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ვერაფე...
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომე...
იხილეთ სრულად
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება - მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა - ეს ყოველივე პირობის მიცემას...