წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვო... იხილეთ სრულად
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და შეხედულებებს ოჯახში იღებს; ოჯახში ითვისებს იგი ცუდსა თუ კარგ ყოფაქცევას. აქ ყალიბდება მისი ბოროტი თუ კეთილი ხასიათი. ამიტომ ღმრთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კარგი და კეთილი ადამიანი იზრდება და პირიქი... იხილეთ სრულად
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანული ზნეობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ვერსად ისე ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარული... იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ... იხილეთ სრულად
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა... იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამ... იხილეთ სრულად
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს... იხილეთ სრულად
ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს, ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება.