მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში დადუმებულია, ხოლო, თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.
ღმრთის სასუფეველი გულისა და სულის უხილავი, შინაგანი თვისებაა. იგი იმ კაცს აქვს, რომელმაც ქრისტეს სჯული, მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესგან მონიჭებული სახარება შეითვისა.
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა, ნაცვლად ცოდვისა, მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა, ნაცვლად ცოდვისა, მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ღრმთისა უპირველესად თითოეული კაცის გულში უნდა იყოს, შემდეგ ოჯახსა და ბოლოს მთელ ქვეყანაში.
სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევეა ის ქრისტია...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევეა ის ქრისტიანიც, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ანუ სათნოებას არ შეიძენს, სასუფეველის მოქალაქედ ვერ შეირაცხება.
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ღმრთის ხატებაა, თვით ყველაზე ცოდვილშიც კი არებობს. კაცმა პირველ რიგში სასუფეველი საკუთარ სულსა და გულში უნდა ეძებოს იმ საღმრთო გახსენების აღორძინებით, რომელიც მას უფალმა შთაუნერგა, ანუ სუსტი გრძნობა სიმართლისა, ვითარცა მ...
როცა მაცხოვარი გვეუბნება: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან, თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახა...
იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი გვეუბნება: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან, თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახარებას დაემორჩილება, გარეგნული საქმეებიც კეთილი იქნება და ღმერთის სასუფეველში მთელი არსებით შევალთ. ერთადერთი პირობა, რომლითაც კაცს სასუფეველში შესვლა შეუძლია, სინანულია.
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. ...
იხილეთ სრულად
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მივაღწიეთ სისრულესა და მთლიანობას - ჩვენი ძიების მიზანს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც უმეტესი. უნდა ვხარობდეთ იმაზე, რომ როგორი ღარიბებიც არ უნდა ვიყოთ...
ჩვენ ვერ ვხედავთ მაცხოვარს ხორციელი თვალით, როგორც მას მოწაფეები ხედავდნენ, მაგრამ გვწამს იგი გულითა და სულით. ჩვენს სარწმუნოებას მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმათისას, რომელნიც ქრისტეს საკუთარი თვალებით ხედავდნენ, რადგან იგი პირველად გუ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვერ ვხედავთ მაცხოვარს ხორციელი თვალით, როგორც მას მოწაფეები ხედავდნენ, მაგრამ გვწამს იგი გულითა და სულით. ჩვენს სარწმუნოებას მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმათისას, რომელნიც ქრისტეს საკუთარი თვალებით ხედავდნენ, რადგან იგი პირველად გულში ჩნდება და შემდეგ, გულიდან გამომავალი ჩვენს გარეგნულ საქმეებში ცხადდება.
უფალს ახლაც შეუძლია სასწაულებით ურწმუნონი შეარცხვინოს, ხოლო სულმოკლენი და სუსტნი განამტკიცოს, მაგრამ ამის მიღწევა მას არა იძულებით, ძალდატანებით უნდა, არამედ სურს მასთან თავისუფლად, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ მივიდეთ.
სჯულიერი სწავლების აზრი და შინაარსი, მართალია, კაცის ჭკუამ ანუ გონებამ უნდა შეიცნოს, მაგრამ მისი დაჯერება, დარწმუნება და შეტკბობა გულის საქმეა. სხვაა რომელიმე აზრის მიღება და გაზიარება, სხვა დარწმუნება და შეტკბობა.