წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.
საღმრთო წერილის სიტყვები საქმეებით იკითხე და ნუ მრავალსიტყვაობ მხოლოდ მარტივი გაგებით გაამაყებული.
საღმრთო წერილის მიხედვით, თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის კი არა, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის ვცოცხლობთ, მაშინ ცხადია, რომ მას სიკვდილამდე უნდა ვემსახუროთ. მაშ, როგორ შეგვიძლია, ძეობა კუთვნილად მივიჩნიოთ?!
საღმრთო წერილი ამბობს: „არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ“ (ებრ. 11,1) და მათ, ვისაც ქრისტეს შემოსვა არ შეუცნიათ, გამოუცდელებს უწოდებს.
თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.
სწავლის დროს დამსწრეებს ნუ დაუმალავ მათთვის საჭიროს. რაც რიგიანია, გარკვევით განმარტე, ხოლო რისი დატევაც არ შეუძლიათ (მკაცრი მხილების გამო), იგავით მიანიშნე.
თუ წილად გხვდა, ასწავლო ღმერთის შესახებ და გეურჩებიან, ამაზე გულში ინაღვლე და ცხადად არ აღელდე; რამეთუ მწუხარების დროს ურჩთან ერთად არ განგიკითხავენ, ხოლო თუ აღშფოთდები, იმავე საქმით განიცდები.
თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს.