ადამიანის გული ხან უახლოვდება ღმერთს, ხანაც შორდება და ამის გამოა ხან მშვიდობა და სიხარულია მასთან, ხანაც შფოთი, შიში, სივიწროვე, ხან სიცოცხლე და ხანაც კვდომა სულიერი. ღმერთთან მიახლოება უმეტესად განსაცდელებით ხდება, როცა ღვთის გა...
იხილეთ სრულად
ადამიანის გული ხან უახლოვდება ღმერთს, ხანაც შორდება და ამის გამოა ხან მშვიდობა და სიხარულია მასთან, ხანაც შფოთი, შიში, სივიწროვე, ხან სიცოცხლე და ხანაც კვდომა სულიერი. ღმერთთან მიახლოება უმეტესად განსაცდელებით ხდება, როცა ღვთის გარდა არავის ძალუძს ჩვენი შველა, ვისაც ასეთ დროს მთელი გულით მივმართავთ და ასე ვუახლოვდებით; ხოლო განშორება და დაცილება მისგან მიწიერი კმაყოფილება - ფუფუნებისას ხდება, რაც ჩვენში ძველი, მშვინვიერი ადამის აღზევებას იწვევს დ...
დასაშვებია თუ არა სიჩქარე ლოცვისას? დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შეიძინეს შინაგანი ლოცვა გულის განწმენდის გზით. ლოცვისას გულს უსათუოდ გულწრფელად უნდა სურდეს ის, რასაც ითხოვს, იმას, რაზედაც ლაპარაკობს და ამბობს, ანუ ...
იხილეთ სრულად
დასაშვებია თუ არა სიჩქარე ლოცვისას? დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შეიძინეს შინაგანი ლოცვა გულის განწმენდის გზით. ლოცვისას გულს უსათუოდ გულწრფელად უნდა სურდეს ის, რასაც ითხოვს, იმას, რაზედაც ლაპარაკობს და ამბობს, ანუ ჭეშმარიტებას გულით უნდა გრძნობდეს და სუფთა გულისათვის ეს ჩვეული რამაა. ასეთ გულს შეუძლია სწრაფად ილოცოს, იმიტომ რომ ასეთი ლოცვისას სიჩქარე არ ვნებს გულწრფელობას. მაგრამ ვისაც არ შეუძენია გულითადი ლოცვა, მან არ უნდა იჩქარ...
გონების თვალით ვუყურებ გულს და ვხედავ, როგორ ჩაისუნთქავს ფიქრისას გული ჩემს იესოს, როგორ შედის იგი შიგნით, როგორ ატკბობს და აწყნარებს მას. დაე, ნურასოდეს მომეშლები სიცოცხლისმომნიჭებელო სუნთქვაო ჩემო, სიხარულო ჩემო!
რა მეშველ...
იხილეთ სრულად
გონების თვალით ვუყურებ გულს და ვხედავ, როგორ ჩაისუნთქავს ფიქრისას გული ჩემს იესოს, როგორ შედის იგი შიგნით, როგორ ატკბობს და აწყნარებს მას. დაე, ნურასოდეს მომეშლები სიცოცხლისმომნიჭებელო სუნთქვაო ჩემო, სიხარულო ჩემო!
რა მეშველება უშენოდ!
გამწარდები და ხანდახან იქნებ საკუთარ სიკვდილსაც კი ნატრობდე. სიკვდილი ადვილია, უცებ მოდის, მაგრამ მზად ხარ კი სიკვდილისათვის?! სიკვდილს ხომ მთელი შენი განვლილი ცხოვრების გასამართლება მოჰყვება თან - "და ვითარცა იგი წინაუც კაცთა სიკ...
იხილეთ სრულად
გამწარდები და ხანდახან იქნებ საკუთარ სიკვდილსაც კი ნატრობდე. სიკვდილი ადვილია, უცებ მოდის, მაგრამ მზად ხარ კი სიკვდილისათვის?! სიკვდილს ხომ მთელი შენი განვლილი ცხოვრების გასამართლება მოჰყვება თან - "და ვითარცა იგი წინაუც კაცთა სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი," (ებრ.9.27) არა ხარ მზად და სიკვდილი რომ მართლა მოვიდეს, შიშის ძრწოლა აგიტანს. ნუ ისვრი სიტყვებს უაზროდ, ნუღარ ამბობ მაინც: სიკვდილი მირჩევნიაო. გაიხსენე ის კაცი, სიკვდილს რომ ნატრობდა და...
დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელი ლოცვაა. ასეთი ლოცვის შემდეგ ქრისტე, მამა ღმერთი და სული წმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ...
იხილეთ სრულად
დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელი ლოცვაა. ასეთი ლოცვის შემდეგ ქრისტე, მამა ღმერთი და სული წმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ანიჭებს ბოროტთან შებრძოლებისას, მაგრამ ამისთვის გულის გაფრთხილებაა აუცილებელი.
სულიერი ცხოვრების მიმდევარი გულის თვალით ხედავს მზაკვრობას ეშმაკისას, იმასაც როგორ გვიფარავენ ანგელოზები, როგორ უშვებს უფალი თავის განგებით განსაცდელს ჩვენზე და როგორ გვანუგეშებს.
ჩვენს მოშხამულ სულზე ცხოველსმყოფელი ჯვრის საოცარი მოქმედება სრულიად დაუეჭვებლად და საგრძნობლად ამოწმებს რომ:
1. ჩვენ ნამდვილად გვაქვს სული, სულიერი არსება. 2. არსებობს ბოროტი სულები, რომელთა მოქმედებაც მომაკვდინებელია ჩვენი ...
იხილეთ სრულად
ჩვენს მოშხამულ სულზე ცხოველსმყოფელი ჯვრის საოცარი მოქმედება სრულიად დაუეჭვებლად და საგრძნობლად ამოწმებს რომ:
1. ჩვენ ნამდვილად გვაქვს სული, სულიერი არსება. 2. არსებობს ბოროტი სულები, რომელთა მოქმედებაც მომაკვდინებელია ჩვენი სულისათვის. 3. არსებობს ღმერთი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც მუდმივად ჩვენთანაა თავისი ღვთაებრივი ბუნებით. 4. მან ნამდვილად, თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დათრგუნა სიკვდილი, შემუსრა ხელმწიფება ბოროტისა და მოგვანიჭა ცხონება...
კარგად დააკვირდი საკუთარ სიამაყეს: შეუმჩნეველია მისი მოქმედება და განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი უმნიშვნელო და წვრილმანი მიზეზიც კი კმარა რომ გაღიზიანდე და გაბრაზდე.
link
მთელი გასაჭირი ჩემს უხილავ აზრებსა და გულშია და მიტომაა, უხილავი მაცხოვარი, გულების მკურნალი რომ მჭირდება
ჰოი, სიმტკიცეო ჩემო, იესო ქრისტე! სინათლეო გონებისა ჩემისა! მშვიდობაო, სიხარულო, სიფართოვეო გულისა, დიდება შენდა! დიდე...
იხილეთ სრულად
მთელი გასაჭირი ჩემს უხილავ აზრებსა და გულშია და მიტომაა, უხილავი მაცხოვარი, გულების მკურნალი რომ მჭირდება
ჰოი, სიმტკიცეო ჩემო, იესო ქრისტე! სინათლეო გონებისა ჩემისა! მშვიდობაო, სიხარულო, სიფართოვეო გულისა, დიდება შენდა! დიდება შენდა, ჩემო მფარველო, უხილავ მტრებს რომ არ უთმობ ჩემ თავს და მის ხელში არ მტოვებ, ვინც მიხშობს გულსა და გონებას და ასე ცდილობს მომიშხამოს ყველაზე მგრძნობიარე ადგილები, სათავეები ჩემი სიცოცხლისა.
ღირსეულად დააფასე ზიარებისას მიღებული უდიდესი სასწაული იესო ქრისტესი, რომელიც იმიტომ გვეძლევა, რომ გვწამს მისი ღვთაებრივი საიდუმლო. რა სასწაულს ვამბობ? ცოდვით მოკლული გულის გაცოცხლებასა და სიმშვიდეს, რომელიც სრულიად აშკარაა იმ ღელ...
იხილეთ სრულად
ღირსეულად დააფასე ზიარებისას მიღებული უდიდესი სასწაული იესო ქრისტესი, რომელიც იმიტომ გვეძლევა, რომ გვწამს მისი ღვთაებრივი საიდუმლო. რა სასწაულს ვამბობ? ცოდვით მოკლული გულის გაცოცხლებასა და სიმშვიდეს, რომელიც სრულიად აშკარაა იმ ღელვისა და სულიერი კვდომის მერე, რაც ძალიან ხშირად წინ უძღვის ზიარებას. არ მიეჩვიო იმ აზრს, თითქოს ეს პატარა და უმნიშვნელო რამე იყოს, ასეთი განწყობით ღვთის რისხვა არ მოიწიო, თორემ ვერ იგემებ ზიარების მერე სიცოცხლეს და სიმშვ...