ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის. მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი.
თემა: მშვიდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერს ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ – გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.
ვითარცა-იგი რომელნი ასპარეზსა ცხენთასა ერთი-ერთსა უსწრობენ და განსცხრებიედ, და სარგებელი ვერაი პოიან მათ მოსწრაფედ მორბედებითა მათითა და მხურვალედ მოქმედებითა, რამეთუ არავინ მიაგის მისაგებელი მათი, არცა გვირგვინოსან-ყუნის, და ცუდად დაშურიედ, აგრეთვე ჩუენ არა სარგებელ ვიყოთ შრომაი ჩვენი მრავლითა მარხვითა, უკუეთუ არა გულითა მდაბლითა და სულითა უბიწოითა ვიშუებდეთ ტაბლასა მას ზედა უბიწოსა სა საღმრთოსა საიდუმლოსა
უფალსა შენსა აღუთქვამს შენდა ცხორებაი წარუვალი, და შენ შეგიყვარებიეს ცხორებაი წარმავალი. შეურაცხ-ყვენ გემონი და მძლე ექმენ ნებასა მუცლისასა, და ნუ უდებ იქმნები მცირეთა ამათ დღეთა, რაითა არა შეგიყვანონ შენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, დაულევნელთა, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა აქა მცირედ შრომაი თავს იდვა, და განერე საუკუნეთა მათ სატანჯველთა, და არა წარხვიდე ტვირთ-მძიმე ცოდვითა და იქმნე შენ საჭმლად ცეცხლისა მის უშრეტისა
სახარებისეული ხედვის უგულვებელმყოფელი თავნება მორწმუნე, რომელიც თავის მოქმედებებში არ ხელმძღვანელობს წმიდა წერილით, ხშირად ბოროტის მანქანებისა და დაგებული ქსელის მსხვერპლი ხდება, ხშირად დაბნეული დიდ უბედურებას გადაეყრება და არ იცის ბოლო რა იქნება. მრავალ ასეთ მორწმუნეს ღვთის სიყვარულით დიდი შრომა გადაუტანია და დიდი ოფლიც დაუღვრია, მაგრამ თვითნებობას და არასწორად აზროვნებას ეს ღვაწლი არა ღვთივსათნო და ფუჭი გაუხდია.
„რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი“ (მარკ. 8.35) – იტყვის უფალი სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარისყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შენსა. ხოლო თუ გსურს ცხოვნება, დაიწყე საქმე მით, რომ წარწყმიდო შენ შორის ყოველი, რაიცა არის შენდა სასიამოვნო და მზაკვარი: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისა, მან აცხოვნოს იგი“ (მარკ. 8. 35)
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირებს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ასევეა გულისწყრომასთან მიმართებაშიც; სულგრძელება, ძვირუხსენებლობა და სიმშვიდე ანელებს ვნებებს, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კეთილმოსურნეობა და კაცთმოყვარეობა ამცირებს მათ.
ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ არის უფლისადმი სიყვარულის ჩანასახებიც კი, ისაა, რომ გვიძნელდება ღვთისადმი მსახურება, არ გვსურს, ავასრულოთ, და უფრო უარესი, საერთოდ არ ვასრულებთ მისდამი ჩვენს მოვალეობებს. ნეტარი ავგუსტინე სამართლიანად აღნიშნავს: "მოყვარულთათვის შრომა მძიმე არ არის: ის ახარებს მათ, როგორც მხეცებზე, ფრინველებზე მონადირეებს, მეთევზეებს. როცა რაიმე გვიყვარს, ჩვენ ან ვერ ვგრძნობთ შრომას, ან თავად შრომა გვიყვარს.
ეკლებით დაფარული ვარდი ადამიანებს მშვენიერ შეგონებას აძლევს: "ყოველივე ის, რაც სასიამოვნოა ამქვეყნად, ჰოი, მოკვდავნო, მწუხარებასთან არის შეზავებული, თქვენ აქ ვერ ჰპოვებთ სუფთა სიკეთეს, ყველგან და ყველაფერში სიკეთესთან რაიმე ბოროტებაა შერეული: სიამოვნებასთან - სინანული, ცოლ-ქმრობასთან - ქვრივობა, სიუხვესთან - შრომა და საზრუნავი, ამაღლებასთან დაცემის შიში, ხელოვნებასთან - დანახარჯები, კმაყოფილებასთან - გადაჭარბება, ჯანმრთელობასთან - ავადმყოფობა.
მარხვის კანონი ასეთია: განეშორე ყველაფერს, და გონებით და გულით ღმერთში იყავი, ყოველგვარი პირადი სარგებელი მოიკვეთე, არამარტო სხეულებრივი, არამედ სულიერი, ყველაფერი ღვთის სადიდებელად და მოყვასის საკეთილდღეოდ აღასრულე, ხალისით და სიყვარულით იტვირთე შრომა და მარხვის აკრძალვები საკვებში, ძილში, მოსვენებაში, მანუგეშებელ ურთიერთსაუბრებში: ყველაფერი ზომიერად აღასრულე, რათა თვალში არავის ხვდებოდეს და არ გართმევდეს ძალა ლოცვითი კანონი აღსასრულებლად.