რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი შესაძლოა, გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?
სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
"გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ", - ბრძანებს წმიდა წერილი (ეფეს. 4, 26), ანუ მრისხანებდეთ უკანონო საქმეზე, მაგრამ ისე, რომ სამართლიანობის საზღვრებს არ გადასცდეთ.
აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გ...
იხილეთ სრულად
აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გონივრულად და დაფიქრებით იწყებენ დანის მოქმედებას და მისგან უდიდეს სარგებელს მოულობენ, რადგან საფრთხეში მყოფთა სიცოცხლეს იხსნიან. ასევე მას, ვისაც გონივრულად აღშფოთება შეუძლია, უდიდესი სარგებელი მოაქვს იმისთვის, ვის წინაა...
ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო. თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსო...
იხილეთ სრულად
ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო. თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსოთ ზღვას, რომლის ზედაპირი ქარიშხლის დროს მრისხანე და საშინელია, მაგრამ სიღრმე წყნარი და უმოძრაოა.
არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის ანდა გაკეთებისა. შესანიშნავად უ...
იხილეთ სრულად
არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის ანდა გაკეთებისა. შესანიშნავად უთხრა ძველ დროში ვიღაცამ ძველ დროში დამნაშავეს: "დაგსჯიდი, განრისხებული რომ არ ვიყო".