თვითმკვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურეობდა და მასში ბედნიერებას ეძიებდა. კერპი – ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს,...
იხილეთ სრულად
თვითმკვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურეობდა და მასში ბედნიერებას ეძიებდა. კერპი – ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს, ხშირი შეხებისგან კი ოქრო სცილდება.იქნებ სწორედ ამიტომაცაა თვითმკვლელთა დიდი ნაწილი ლოთებსა და პოეტებს შორის.
ვერცხლისმოყარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე – არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე – არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრწნელი სიმდიდრე სულიწმიდის მადლია, რომელიც გლახაკს მეფედ აქცევს და ურომლისოდაც მეფე მათხოვრად იქცევა სიკვდილის შემდეგ.
ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის...
იხილეთ სრულად
ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის ცრუობს. თავად ბრმა, გონებასაც აბრმავებს და ორივენი ერთ ორმოში ცვივიან: „ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა ძღუანვად? არამეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ? (ლკ. 6, 39).
ვნება ბრმაა; როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლე...
იხილეთ სრულად
ვნება ბრმაა; როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, საფლავში გახრწნილი გვამია; მატლებისაგან შეჭმული გვამი – ეს სახეა ჯოჯოხეთისა და ამავე დროს სამშვინველისაც, რომელსაც ვნებები ხრავენ.
ვნება ადამიანისგან დროისა და სიკვდილის დავიწყებას მოითხოვს, ის წამის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ვნება ყოველთვის ცრუობს, ყოველთვის ატყუებს ადამიანს. ის ძაღლს ჰგავს, რომელსაც ხორცის ნაჭერი მიუგდეს და მაშინვე გა...
იხილეთ სრულად
ვნება ადამიანისგან დროისა და სიკვდილის დავიწყებას მოითხოვს, ის წამის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ვნება ყოველთვის ცრუობს, ყოველთვის ატყუებს ადამიანს. ის ძაღლს ჰგავს, რომელსაც ხორცის ნაჭერი მიუგდეს და მაშინვე გამოსტაცეს პირიდან.
ეშმაკს უნდა, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნა წაართვას, ამისათვის მას მრავალ სატყუარას სთავაზობს. ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას. სული...
იხილეთ სრულად
ეშმაკს უნდა, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნა წაართვას, ამისათვის მას მრავალ სატყუარას სთავაზობს. ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას. სულით ავადმყოფებს, ისტერიით დაავადებულებს და მანიაკებს შეხედეთ, მათ ვინც დემონის განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ არიან, როგორ ეშინიათ სიკვდილზე ფიქრის, როგორ უჭირთ შესვლა ოთახში, სადაც კუბოა ან დაკრძალვაზე დასწრება, თუნდაც უა...
ეშმაკს გულისაგან გონების გაცალკევება უნდა, მისი თვალი გარეგანისკენ მიმართოს, გარე შთაბეჭდილებებში და აზრთა ორომტრიალში სურს მისი ჩახრჩობა. ვერაგია ეშმაკის ენა. უმაღლეს სიკეთეს ის ხშირად მცირე სიკეთეს უპირისპირებს, როგორც ვითომდა უ...
იხილეთ სრულად
ეშმაკს გულისაგან გონების გაცალკევება უნდა, მისი თვალი გარეგანისკენ მიმართოს, გარე შთაბეჭდილებებში და აზრთა ორომტრიალში სურს მისი ჩახრჩობა. ვერაგია ეშმაკის ენა. უმაღლეს სიკეთეს ის ხშირად მცირე სიკეთეს უპირისპირებს, როგორც ვითომდა უფრო საჭიროს. ამ ხილული სიკეთის მეშვეობით მას უნდა ადამიანის „დაბრუნება“ ქვეყანაში, მასში იმ ლოცვის ცეცხლის ჩაქრობას მიელტვის, რომელიც წვავს მას, მრავალ ფიქრსა და მრავალ საქმეში უნდა მისი ჩართვა, მისი გულის ტაძრიდან ქრისტ...
ეშმაკი იმ ანგელოზებრივ ძალასა და სილამაზეზე, დიდებასა და სახეზე ამყარებდა იმედებს, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიცემული, იმედოვნებდა, როგორც მარადიულად მის კუთვნილებაზე. ამიტომაც დაეცა და წყვდიადის სულად იქცა.
ერესებს წესრიგის გაუკუღმართება უნდათ: გადააქციონ ის კავშირად ადამიანისა ღმერთთან, ანუ არ უნდათ გამოცხადებაში მოცემული პირობების მიღება, არამედ ღმერთს თავიანთ პირობებს უყენებენ. ამიტომ ცრუსწავლება – ეს ღვთაებრივი გამოცხადების უარყო...
იხილეთ სრულად
ერესებს წესრიგის გაუკუღმართება უნდათ: გადააქციონ ის კავშირად ადამიანისა ღმერთთან, ანუ არ უნდათ გამოცხადებაში მოცემული პირობების მიღება, არამედ ღმერთს თავიანთ პირობებს უყენებენ. ამიტომ ცრუსწავლება – ეს ღვთაებრივი გამოცხადების უარყოფა და ვნებიანი გონების გამომგონებლობის ერთგვარი ნაყოფით მისი შეცვლაა. ყოველგვარი ცრურწმენა ღვთაებრივი გამოცხადების შეცვლაა გვიანდელი სიყალბით და როგორც გამოცხადებაა დაცული წმიდა გადმოცემებით, აესვე ტრადიციათა შცვლა – რეფ...