მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და...
იხილეთ სრულად
მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და მასთან სულიერი ძალები და მადლი სწრაფად ბრუნდება, მაგრამ თუკი მორჩილის ცხოვრება სავსეა გამუდმებული დრტვინვით და ბერის მიმართ უკმაყოფილებით, შინაგანი განკითხვით და მისი (ან მისი ქმედების) დამცრობით, მისი ნებისადმი და დარი...
ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუ...
იხილეთ სრულად
ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.
ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
მარადისობ...
იხილეთ სრულად
ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ: იქ არ არის პერიოდები, რომელებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არ არის უძრაობა, სტატიკა, არამედ მოძრაობაა, დინამიკაა, ოღონდ დროში მოძრაობისაგან გა...
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში ...
იხილეთ სრულად
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში წმიდანობა - ეს არ არის სტატიკა, არამედ ღვთაებრიობისადმი საუკუნო მიახლებაა, სულიერ საფეხურებზე მარადიული აღსვლაა, ღვთაებრივი ნათლით საუკუნო გაბრწყინებაა (ის, რასაც ასკეტიკის ენაზე განღმრთობა ეწოდება) მეტი ძალითა და ინტენს...
დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულობითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასეა: ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრ...
იხილეთ სრულად
დრო ერთგანზომილებიანია, მარადისობა - მრავალგანზომილებიანი. ძნელია ამის გაგება. დავუშვათ, რომ ორგანზომილებიანმა სიბრტყემ მესამე განზომილება შეიძინა და მოცულობითი გახდა. მარადისობაც მიახლოებით ასეა: ის, რაც ერთგანზომილებიანი იყო, მრავალგანზომილებიანი ხდება და ადამიანი წარსულის დაუკარგავად აწმყოს აფართოებს. ამ აწმყოში მადლთან მიერთებით ყოფიერების ახალი მოცულობანი, აღქმის ახალი ტევადობა იხსნება. დრო - ეს გადასხვაფერებაა. გადასხვაფერება კი დანაკარგთან...
ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდი...
იხილეთ სრულად
ადამიანს მარადისობის შეგრძნების, ერთგვარად მისი გულისხმიერი ჭვრეტის უნარი აქვს მიცემული. ცოდვამ ადამიანს გულის თვალი დაუხუჭა. მან შეწყვიტა სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა, შეწყვიტა მისი რეალურობის შეგრძნება. ხორციელ ადამიანს სიკვდილის წარმოდგენა მხოლოდ გარკვეული სახეებით შეუძლია ისე, რომ მას, როგორც საიდუმლოს, ვერ შეიგრძნობს, შეუძლია იმსჯელოს მარადისობაზე, ვით მისთვის შორეულსა და უცნობზე.
ღმერთი გვაძლევს არა მარტო თავისას, რაც თავისთავად აღემატება ადამიანის გონებას, არამედ თავის თავს, იგი ადამიანს ღმერთად ხდის მადლში. ამ ძღვენის წინაშე ყველა ადამიანური საქმე არ შეიძლება უსასრულოდ მცირე არ იყოს. უფალმა მოწყალების სა...
იხილეთ სრულად
ღმერთი გვაძლევს არა მარტო თავისას, რაც თავისთავად აღემატება ადამიანის გონებას, არამედ თავის თავს, იგი ადამიანს ღმერთად ხდის მადლში. ამ ძღვენის წინაშე ყველა ადამიანური საქმე არ შეიძლება უსასრულოდ მცირე არ იყოს. უფალმა მოწყალების საქმისათვის მიგება განუზომლად მეტით აღგვითქვა, მაგრამ აქ ადამიანს აძლევს იმას, რასაც ვერაფერს შეადარებ, რასაც ანალოგი არა აქვს, იმას, რაც ყველა ადამიანურ ცნებას აღემატება: აძლევს საკუთარ თავს. რა დამსახურებებზე შეიძლება იყ...
მადლით განწმედის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებ...
იხილეთ სრულად
მადლით განწმედის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებია სიყვარულის გრძნობის გასავითარებლად, რამდენადაც ღვთისადმი სიყვარული და სიყვარული ადამიანთა მიმართ ერთმანეთისაგან განუყოფელია.
მადლი – ეს ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ღმერთის არსებიდან სამარადისოდ გადმოდინდება და ადამიანს ღვთაებრივი ნათლის ზიარად და ახალ ქმნილებად ხდის. როგორც უკვე ითქვა, მადლი ადამიანთან იმ გზით ბრუნდება, რომლითაც ის წავიდა. სხვა სიტყვებით,...
იხილეთ სრულად
მადლი – ეს ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ღმერთის არსებიდან სამარადისოდ გადმოდინდება და ადამიანს ღვთაებრივი ნათლის ზიარად და ახალ ქმნილებად ხდის. როგორც უკვე ითქვა, მადლი ადამიანთან იმ გზით ბრუნდება, რომლითაც ის წავიდა. სხვა სიტყვებით, ადამიანი იმ ცოდვას უნდა ებრძოლოს, რომლის გამოც მადლი დაკარგა.