არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) |
ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მ... იხილეთ სრულად
ვიდრე ცოცხლები ვართ, სულიერი სამყარო დაფარულია ჩვენგან. სიკვდილი ამ სამყაროში შესვლაა, აქ ჩვენთვის ყველაფერი ახალია, ეს შეხვედრაა იმ სულებთან, რომელთა ნება–სურვილსაც მთელი ცხოვრება ასრულებდა ადამიანი. ეს სულის გზაა, რომელიც ენით გ... იხილეთ სრულად
ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.
წინამძღვარი არც გართობისათვის გვეძლევა და არც „სიმყუდროვისთვის“, არც მრავალსიტყვიანი საუბრებისთვის და არც ფარული მეტოქეობისთვის, არამედ ცხონებისთვის.
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმ... იხილეთ სრულად
უფალმა ჯვარზე თავისი თავით შეგვცვალა. ეკლესიის საიდუმლოებებში სულიწმიდა ადამიანის სულს ახალი ცხოვრებისათვის მასთან შეერთების მეშვეობით ამზადებს (ამისათვის მისი მზადყოფნის მიხედვით). ცხოვრება – ეს დიადი ჯილდოა, თანამედროვე ადამიანი... იხილეთ სრულად
არანაირ გარეგნულ გარემოებებს არ ძალუძთ ადამიანი ბედნიერი გახადონ, მას ამაოდ უნდა მისი პოვნა გარეთ, ეს მაშინ, როცა ის თავად მასშია, სიხარულს ხილულსა და ხელშესახებში ეძებს, ის კი უხილავსა და სულიერშია.
მონაზვნობა – ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობ... იხილეთ სრულად
მფარველი ანგელოზები ღვთისაგან კაცთა დასახმარებლად წარმოიგზავნებიან და ისინიც ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, სიყვარულითა და ხალისით ემსახურებიან, თანაუგრძნობენ და არ უარყოფენ.