ადამიანი მარადისობისთვისაა შექმნილი, მისი ჭეშმარიტი სამშობლო, მისი მამისეული სახლი – ზეცაა. აქ, მიწაზე, ის დევნილი და მოგზაურია. როცა ადამიანი თავის დანიშნულებას ივიწყებს, როცა ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება – ეს მხოლოდ მოკლე გზაა და...
იხილეთ სრულად
ადამიანი მარადისობისთვისაა შექმნილი, მისი ჭეშმარიტი სამშობლო, მისი მამისეული სახლი – ზეცაა. აქ, მიწაზე, ის დევნილი და მოგზაურია. როცა ადამიანი თავის დანიშნულებას ივიწყებს, როცა ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება – ეს მხოლოდ მოკლე გზაა დაბადებიდან სიკვდილამდე, აკვნიდან სამარემდე, – მაშინ ის ყველაზე უბედური არსება ხდება დედამიწაზე.
მალე ადამიანს აღარ დასჭირდება მეგობრების მონახულება, კონფერენციებზე სიარული, სკოლაში წასვლა გაკვეთილებზე დასასწრებად. ის ამის გაკეთებას შესძლებს სატელევიზიო სისტემის მართვით, სახლიდან გაუსვლელად. ადამიანი დარჩება სამყაროში, როგორც...
იხილეთ სრულად
მალე ადამიანს აღარ დასჭირდება მეგობრების მონახულება, კონფერენციებზე სიარული, სკოლაში წასვლა გაკვეთილებზე დასასწრებად. ის ამის გაკეთებას შესძლებს სატელევიზიო სისტემის მართვით, სახლიდან გაუსვლელად. ადამიანი დარჩება სამყაროში, როგორც უდაბნოში, ყველაფრისადმი გულგრილი და ყველასათვის უცხო!
ტელევიზორი მტერია, რომელთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. მის აგრესიას არა აქვს საზღვარი და საზომი. თუ საჰარის უდაბნო წელიწადში ხუთი კილომეტრით ფართოვდება, ტელევიზორი გამარჯვების მარშით მიაბიჯებს მთელ პლანეტაზე, აშრობს რა უკანასკნელ...
იხილეთ სრულად
ტელევიზორი მტერია, რომელთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. მის აგრესიას არა აქვს საზღვარი და საზომი. თუ საჰარის უდაბნო წელიწადში ხუთი კილომეტრით ფართოვდება, ტელევიზორი გამარჯვების მარშით მიაბიჯებს მთელ პლანეტაზე, აშრობს რა უკანასკნელ ნაკადულებს და წყაროებს, აჭუჭყიანებს და თელავს სულიერების უკანასკნელ ოაზისებს.
ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ერთ სახლში, ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იგი აღარ ...
იხილეთ სრულად
ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ერთ სახლში, ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იგი აღარ ითვლება პიროვნებად, ხდება მისი ინსტრუმენტად გადაქცევა.
ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა, ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას....
იხილეთ სრულად
ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა, ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისაგან. ვნებებთან ასკეტური ბრძოლა - ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარმოდგენებისაგან. ტელევიზორი ვნებათა სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს.
ტელევიზორმა გამოიწვია სულიერი რეგრესი, ადამიანის სულის დაშლა და დეგენერაცია. ადამიანი სიტყვის საშუალებით აზროვნებს. პატრისტიკაში ადამიანს მეტყველი არსება ეწოდება, ტელევიზორი კი წარმოდგენებით აზროვნებას ასწავლის კაცს. ლოგიკური აზრო...
იხილეთ სრულად
ტელევიზორმა გამოიწვია სულიერი რეგრესი, ადამიანის სულის დაშლა და დეგენერაცია. ადამიანი სიტყვის საშუალებით აზროვნებს. პატრისტიკაში ადამიანს მეტყველი არსება ეწოდება, ტელევიზორი კი წარმოდგენებით აზროვნებას ასწავლის კაცს. ლოგიკური აზროვნება თრგუნავს გამოსახულებათა და წარმოდგენათა ნაკადს.
ბიბლიაში წერია: "ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად, დაკ...
იხილეთ სრულად
ბიბლიაში წერია: "ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად, დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ, ვინ არის სტუმარი და ვინ მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი, რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასასვლელ ეზოდ, გზაჯვარედინად იქცა. ამგვარად...
ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადამიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე,...
იხილეთ სრულად
ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადამიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე, ინფორმაცია იღვრება უწყვეტ, გაუკონტროლებელ ნაკადად. ჩვენ კი, ისე, რომ თავად ვერც კი ვამჩნევთ, გადავიქეცით ტელევიზორის მონებად.
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალ...
იხილეთ სრულად
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახელე, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით.