არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) |
სიამაყისგან იკარგება მადლი ღვთისა, მასთან ერთად კი სიყვარული ღმერთის მიმართ, ასევე შემართება ლოცვაში, მაშინ სული იტანჯება ავი ზრახვებით და არ გაეგება, რომ საჭიროა მორჩილება, საჭიროა მტრებისადმი სიყვარული.
სიამაყე – არანორმალური მდგომარეობაა. ამაყი თავის სულს დემონურ იმპულსებს უღებს, ის საშინელ სულიერ „რადიაციულ ველში“ მოხვედრილი ადამიანია. სიამაყის ერთ–ერთი გამოვლინება და მისკენ მიმავალი გზა – ეს ურჩობაა.
პირველი ცოდვა, რომელმაც ჩვენი პირველმამა დააზიანა და თაობიდან თაობას გადაეცემა სულ უფრო მზარდი ძალით – ამპარტავნების ცოდვაა. ეს ის უცვლელად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს, თუნდაც თავისი გულის სიღრმეში. მას... იხილეთ სრულად
ვინც სიამაყეს სძლია, მან დაამარცხა შიში, სასოწარკვეთა და შეშლილობა, რომლებმაც მთელი სამყარო შეძრეს.
ამაყს თავისებური მორალი აქვს: ის წესით მეფე უნდა იყოს, მას კი არ სცნობენ, – აქედან გამომდინარე მისთვის ადამიანები ამბოხებული ქვეშევრდომები არიან. ამაყი თავს ყოველთვის მარტოხელად გრძნობს, მას არ შეუძლია ჰყავდეს ნამდვილი მეგობრები, ... იხილეთ სრულად
ამაყი ცოდვებითაა ავსილი, მაგრამ თავისთავად სიამაყე – ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენის ჩახშობა შეუძლია. სიამაყით შეპყრობილი ადამიანი, არც თუ იშვიათად ამ ერთით კმაყოფილდება და ამიტომ ერთი ზერელე შეხედვით შესაძლოა წესიერი... იხილეთ სრულად
ამაყი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია. იგი არ შეიძლება ბედნიერი იყოს, რადგან ბედნიერია ის, ვინც იმას სჯერდება, რაც აქვს. ამაყი ამ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ის თავისი გულით მარადისობას ვერ შეიგრძნობს, რამდენადაც მასში მოუნანიებელი ცო... იხილეთ სრულად
ადამიანმა თავისი გული უწყვეტლივ უნდა წმინდოს ზრახვებისა და ვნებებისაგან. ყველაზე მთავარი და უნივერსალური ვნება – ეს საკუთარი თავის სიყვარულია, რომელიც თავს სიამაყეში იჩენს. ეს სულიერი იზოლაციონიზმია, საკუთარი თავის დაპირისპირებაა ... იხილეთ სრულად
ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედებ... იხილეთ სრულად
ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, რომელთაც თავიანთი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი აქვთ. მაგრამ უკვდავი სული სხეულზე ძვირფასი იმდენადაა, რამდენადაც ზეცაა მაღალი მიწაზე და მიწიერ ცხოვრებაზე დიდია მარადისობა. ამქვეყნად ყოფნისათ... იხილეთ სრულად