ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალ...
იხილეთ სრულად
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახელე, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით.
ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომაელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყ...
იხილეთ სრულად
ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომაელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი. იქ ისინი არამარტო ტრაპეზობდნენ, არამედ კითხულობდნენ წმინდა წერილს. ამჟამად მათი ადგილი ტელევიზორმა დაიკავა; მაგრამ ტელევიზორი კი არ აერთიანებს, არამედ აშორებს ოჯახის წევრებს. თითოეული მოხიბლულია ციხფერი ეკრან...
ტელევიზორმა შეუფერებელი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში. იყო რა ინფორმაციის მოკრძალებული საშუალება, ჩვენს სახლებში შემოიჭრა, როგორც დამპყრობელი, როგორც აგრესორი. მან ჩვენი სულიერი ცხოვრების მონოპოლიზაცია და უნიფიკაცია მოახდინა.
კალენდარი არის დროის გამოთვლის სისტემა, დროის რიტმების გამოვლენის, დროის მოდელის, სახის, მისი პერიოდული სისტემის შექმნის ერთ-ერთი ცდა. კალენდრის შექმნისთვის იღებენ სხვადასხვა ორიენტირს, რომელთაც პირობით მყარ ორიენტირებად თვლიან. კ...
იხილეთ სრულად
კალენდარი არის დროის გამოთვლის სისტემა, დროის რიტმების გამოვლენის, დროის მოდელის, სახის, მისი პერიოდული სისტემის შექმნის ერთ-ერთი ცდა. კალენდრის შექმნისთვის იღებენ სხვადასხვა ორიენტირს, რომელთაც პირობით მყარ ორიენტირებად თვლიან. კალენდარი მხოლოდ მეცნიერების პროდუქტი, მხოლოდ მათემატიკური გამოთვლების ცხრილი როდია, არამედ დროის რელიგიური და ფილოსოფიური გააზრებაც, გადმოცემული მათემატიკის ენით. დროის სიზუსტის შესახებ ლაპარაკი შეუძლებელია. ეს გაუგებრობ...
დროის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, თუკი იგი თანაბარზომიერია და პერიოდულად მეორდება. მაგალითად, დედამიწის მოძრაობა თავისი ღერძის გარშემო - დღეღამის ბრუნი, მთვარის ფაზების ცვლა - მთვარის თვე; დე...
იხილეთ სრულად
დროის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, თუკი იგი თანაბარზომიერია და პერიოდულად მეორდება. მაგალითად, დედამიწის მოძრაობა თავისი ღერძის გარშემო - დღეღამის ბრუნი, მთვარის ფაზების ცვლა - მთვარის თვე; დედამიწის მოძრაობა ორბიტაზე მზის გარშემო - წელიწადი.
დროის ერთიანი სისტემის შექმნისას წარმოიშობა სიძნელეები, რადგან დროის ძირითადი ერთეულები - წელიწადი, თვე, დღე-ღამე შეუფარდებელია ერთიმეორის მიმართ. მაგალითად, წელიწადი დღ...
დროის გააზრების მცდელობას ეძღვნება იპონიელი ეპისკოპოსის - ნეტარი ავგუსტინეს „აღსარების“ ბევრი თავი. იგი წერს: მე ვიცი, რა არის დრო, როცა არ მეკითხებიან ამის შესახებ, ხოლო როცა მეკითხებიან, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს განმარტ...
იხილეთ სრულად
დროის გააზრების მცდელობას ეძღვნება იპონიელი ეპისკოპოსის - ნეტარი ავგუსტინეს „აღსარების“ ბევრი თავი. იგი წერს: მე ვიცი, რა არის დრო, როცა არ მეკითხებიან ამის შესახებ, ხოლო როცა მეკითხებიან, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს განმარტება.
ავგუსტინეს დამსახურება ისაა, რომ მან დროის ორ საზომზე მიგვითითა. ესენია: 1) ობიექტური ორიენტირები, რომლებიც ჩვენი ცნობიერების გარეშე არსებობენ და 2) სუბიექტური ორიენტირები - დროის რიტმები და აღქმა ადამიანთა მიერ
დროის შესახებ ღმრა მოსაზრებები აქვთ გამოთქმული პლატონს და ნეტარ ავგუსტინეს. "დიალოგებში" პლატონი აღნიშნავს, რომ სამყაროს შექმნამდე დრო არ არსებობდა. მარადისობაში არსებობდა ღმრთაებრივი იდეა, როგორც კოსმოსის ნიმუში. დრო წარმოიშვა სა...
იხილეთ სრულად
დროის შესახებ ღმრა მოსაზრებები აქვთ გამოთქმული პლატონს და ნეტარ ავგუსტინეს. "დიალოგებში" პლატონი აღნიშნავს, რომ სამყაროს შექმნამდე დრო არ არსებობდა. მარადისობაში არსებობდა ღმრთაებრივი იდეა, როგორც კოსმოსის ნიმუში. დრო წარმოიშვა სამყაროს შექმნასთან ერთად და იგი მარადისობის აჩრდილი და მსგავსებაა მხოლოდ. დრო შეიქმნა ზეცასთან ერთად, რათა ისინი, ერთდროულად გაჩენილნი ერთდროულადვე მოისპონ, თუკი მათთვის დადგება აღსასრული (ზეცად პლატონი კოსმოსს გულიხმობს)...
დრო ჩვენი ყოფის მუდმივი ფაქტორია, თუმცაღა ანტიკურმა და თანამედროვე ფილოსოფიამ ამ ფენომენის დამაკმაყოფილებელი განმარტება ვერ მოგვცეს. ცნების განსაზღვრა მისი დამახასიათებელი თვისებების დაძებნას ნიშნავს, დროს კი არც ბუნება აქვს და არ...
იხილეთ სრულად
დრო ჩვენი ყოფის მუდმივი ფაქტორია, თუმცაღა ანტიკურმა და თანამედროვე ფილოსოფიამ ამ ფენომენის დამაკმაყოფილებელი განმარტება ვერ მოგვცეს. ცნების განსაზღვრა მისი დამახასიათებელი თვისებების დაძებნას ნიშნავს, დროს კი არც ბუნება აქვს და არც თვისება, გარდა ერთი - შეუქცევადობის თვისებისა. ფილოსოფოსები, რომლებიც ამ პრობლემას ეხებოდნენ, ან უკან იხევდნენ, აღიარებდნენ რა თავიანთ დამარცხებას, ან ერთი უცნობის მეორე უცნობით განსაზღვრას ცდილობდნენ; ანდა, უკეთეს შემ...