მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
ილოცე, ილოცე, ახლა მხოლოდ გამუდმებით ლოცვაა საჭირო. გამოუთქმელი და აუხსნელია მხურვალე ლოცვის სასწაულები. ადამიანს უკვირს, როგორ დამშვიდდა ზღვა და როგორ ჩადგა გამძვინვარებული ქარი! განსაცდელები ბევრჯერ საშინლად აზვირთებულ ზღვასავით... იხილეთ სრულად
შვილო, შენი ორივე წერილი მივიღე. ეძიებ მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული და განუწყვეტელი ლოცვა. ორივე ზესრულყოფილი ნიჭია და გულისხმობს მწუხარებას, განსაცდელებს, დროს და ა. შ. მაშასადამე, შენი განსაცდელები, შვილო, ზუსტად შესაბამისია და ... იხილეთ სრულად
ყოველი დაცემისას სასოწარკვეთილებას კი ნუ ეძლევი, არამედ ისევ ძალა მოიკრიბე და საპასუხო შეტევაზე გადადი!
ამაო სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ მან არ უნდა მიიზიდოს და მოიცვას ჩვენი გული, რომ არ მოაკვდინოს სულიერი სიცოცხლისუნარიანობა და არ განაშოროს მის შემოქმედსა და ღმერთს.
მუდმივი ლოცვა გვმართებს, რომ უწყვეტი კავშირი გვქონდეს ქრისტესთან და მისგან მივიღოთ სულიერი ძალა, რათა ყოველ დემონურ თავდასხმას ძლევაშემოსილი აღვუდგეთ წინ.
ვიმეოროთ იესოს ლოცვა და სასწაულთმოქმედი უფალი ჯერ ჩვენს აურაცხელ ცოდვებს მოგვიტევებს, შემდეგ კი თავისი მადლით შეგვეწევა სამი დიდი მტრის – ხორცის, სოფლისა და ეშმაკის – დამარცხებაში. გარდა ამისა, ლოცვა ღვთისმიერი სიხარულისა და მშვიდ... იხილეთ სრულად
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.