ეკლესია კი ის უცნაური, გარედან მიუწვდომელი საზოგადოებაა, რომელიც შედგება ჩვენგან – ადამიანებისგან, ცოდვებისგან, სუსტი, მსხვრევადი, არა მხოლოდ ღვთის უღირსი, არამედ საკუთარი თავის და ერთმანეთის უღირსი არსებებისაგან, ამავე დროს ესაა ...
იხილეთ სრულად
ეკლესია კი ის უცნაური, გარედან მიუწვდომელი საზოგადოებაა, რომელიც შედგება ჩვენგან – ადამიანებისგან, ცოდვებისგან, სუსტი, მსხვრევადი, არა მხოლოდ ღვთის უღირსი, არამედ საკუთარი თავის და ერთმანეთის უღირსი არსებებისაგან, ამავე დროს ესაა ადგილი, სადაც ღმერთი და ადამიანი ხვდებიან ერთმანეთს, ერთდებიან სიყვარულში, ერთ საზოგადოებად იქცევიან.
link
ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება გვასწავლის, რომ თუკი მივეცემით ჩვენს სურვილებს, ჩვენს გატაცებას, შეიძლება ვიქცეთ არა ადამიანად, არამედ – სიმახინჯედ: ულმობელად, ლოთად, ნარკომანად, მატყუარად, მხდალად და სხვა ამის მსგავსად. მაგრამ ეს ს...
იხილეთ სრულად
ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება გვასწავლის, რომ თუკი მივეცემით ჩვენს სურვილებს, ჩვენს გატაცებას, შეიძლება ვიქცეთ არა ადამიანად, არამედ – სიმახინჯედ: ულმობელად, ლოთად, ნარკომანად, მატყუარად, მხდალად და სხვა ამის მსგავსად. მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე ისაა, რომ შენ თუ ასე ან ისე მოიქცევი, შენს გულში ამათუიმ სურვილებს, გრძნობებს, მისწრაფებებს შეუშვებ, თუ შენს გონებას ამათუიმ აზრებით შებღალავ, უკვე იმდენად დაიბინდები, რომ შენთვის შე...
link
ჩემი რჩევა ასეთია: წაიკითხე სახარება, აღნიშნე შენთვის ის ადგილები, რომლებიც გულს გითბობს, გონებას გინათებს, შენი ნებისყოფა ცოცხლდება, ძალა თითქოსდა შემოდის შენში, ის ადგილები, რომელზეც შენ შეგიძლია თქვა: რა მშვენიერია, როგორი ჭეშმ...
იხილეთ სრულად
ჩემი რჩევა ასეთია: წაიკითხე სახარება, აღნიშნე შენთვის ის ადგილები, რომლებიც გულს გითბობს, გონებას გინათებს, შენი ნებისყოფა ცოცხლდება, ძალა თითქოსდა შემოდის შენში, ის ადგილები, რომელზეც შენ შეგიძლია თქვა: რა მშვენიერია, როგორი ჭეშმარიტებაა – და იცოდე, რომ ეს ადგილები გეუბნება შენ, რომ უკვე რაღაცით, შეიძლება ძალიან მცირედ, ჰგავხარ იმ ადამიანს, რომლადაც უნდა იქცე იმიტომ, რომ შენ უკვე ხედავ ნამდვილი ადამიანის სილამაზეს ქრისტეში.
link
ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია, თითოეული ადამიანი უკიდურესად ღირებულია ღმერთთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უღმერთოს ხანდახან ავიწყდება ადამიანი, როგორც ცალკეული პიროვნება და ფიქრობს მასზე, როგორც საზოგ...
იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია, თითოეული ადამიანი უკიდურესად ღირებულია ღმერთთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უღმერთოს ხანდახან ავიწყდება ადამიანი, როგორც ცალკეული პიროვნება და ფიქრობს მასზე, როგორც საზოგადოების ან კაცობრიობის ნაწილზე.
link
როცა ჩვენ ერთმანეთს ვუცქერთ, მით უმეტეს, როცა ვუცქერთ საკუთარ თავს, ძალიან აშკარაა, რომ ჩვენში არსებობს უამრავი სისუსტე, ყოყმანი ერთმანეთისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანთა შორისაც კი. ჩვენი სიყვარული ხან მქრალდება, ხან გამოანათებს,...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენ ერთმანეთს ვუცქერთ, მით უმეტეს, როცა ვუცქერთ საკუთარ თავს, ძალიან აშკარაა, რომ ჩვენში არსებობს უამრავი სისუსტე, ყოყმანი ერთმანეთისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანთა შორისაც კი. ჩვენი სიყვარული ხან მქრალდება, ხან გამოანათებს, ხან ყოყმანობს, ხან მისი პოვნა შეუძლებელია, უეცრად კი ის ჩვენს წინაშე მთელი თავისი სილამაზით წარმოსდგება.
link
მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა შეერთებული ღმერთთან, მთელი თავისი სიღრმით, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში ჩახედვით შევძლებთ ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალ...
იხილეთ სრულად
თუ გვინდა შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარი თავის გამო ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალით ვუცქერდეთ ადამიანებს. უბრალოდ შევხედოთ მას, როგორც შევხედავდით შესანიშნავ, განსაცვიფრებელ ხელოვნების ნიმუშს, ან ისე, როგორც შეიძლება, უსმინო მუსიკას და აღიქვა ის მთელი შენი არსებით, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ბგერის ...
link
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით...
იხილეთ სრულად
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით. ამიტომ ქრისტიანისთვის, მორწმუნისთვის არ არსებობს ადამიანის ისეთი იდეალური ფორმა, რომელსაც მან უნდა მიაღწიოს, ადამიანი უნდა გახდეს ის, რაც არის.
link
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ცხოვრება შევიდეს მასში, რათა ღვთიური ბუნების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ იმ სამყაროს წინამძღოლნი, რომელიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ როგორც მოციქული პეტრეს სიტყვებშია, ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფ...
link