ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ზოგიერთს ჰგონია, რომ განათლება, სულიერი იქნება თუ საერო, - მხოლოდ ცოდნის მიღებაა. სინამდვილეში, ეს ასე არაა. განათლებული ეწოდება ადამიანს, რომელსაც არამარტო ცოდნა აქვს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გააჩნია სულიერება, სულიერი ნათელი უნდა მიიღოთ.
თუკი სულიერი განვითარება და ზნეობრივი ამაღლება მოხდება თქვენში და ამასთან ცოდნასა და განათლებასაც მიიღებთ, ბედნიერი ადამიანები იქნებით.
თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. "ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - "და განძღა და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა" (2 სჯულ. 32, 15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს.
მონაზვნები და განდეგილები, რომელთაც მაღალი სულიერება მოიხვეჭეს, აშკარად გრძნობდნენ ბოროტი ძალის რეალურ წინააღმდეგობას, რამეთუ სულიერ სამყაროს ისევე ნათლად ხედავდნენ, როგორც ჩვენ - გარემომცველ საგნებს. ამგვარი გამოცდილების საფუძველზე ცნობილმა საეკლესიო მწერალმა - სვიმონ ახალმა ღმრთისმეტყველმა, აბბა დოროთემ, იოანე სინელმა, ისააკ ასურმა და სხვებმა შეადგინეს ასკეტიკური სწავლებები. დემონოლოგია, როგორც თეორია, მათ არ ჩამოუყალიბებიათ, არამედ აღწერეს ბოროტ სულთა წინააღმდეგ სულიერი ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა, ასე ვთქვათ
თემა: ეშმაკი, დემონიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სამართლიანად მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შეძლებოდა.
თემა: ზნეობა, ცოდვა, ჭეშმარიტება, სიცრუე, სიკეთე, ბოროტებაავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)
საღვთო სიწმინდე და სიმართლე ურთიერთისგან განუყოფელია. ღმერთი ყველას მოუხმობს მასში, მის სასუფეველში, ანუ საღვთო სიწმინდეში მარადიული ცხოვრებისაკენ. ოღონდ, ღვთის სასუფეველში ვერ შევა ვერაფერი უწმინდური. ღმერთი განგვწმენდს თავისი სასჯელებით: ეს არის განგებულებითი, გამაფრთხილებელი და გამოსასწორებელი ქმედებანი თავის ქმნილებათა მიმართ სიყვარულის გამო. ჩვენ ხომ საშინელი, სამართლიანი სამსჯავრო გველის. როგორ შევძლებდით სიწმინდისა და ნათლის სასუფეველში შესვლას, ან როგორ ვიგრძნობდით იქ თავს უწმინდურნი, უმეცარნი, მოკლებულნი სულ მცირეოდენ სიწმინდეს, სულიერებასა და ზნეობრივ ფასეულობებს?!
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რაც ყურადღებას გიფანტავს და გთრგუნავს!”
ხოლო ჩემს სულიერ შვილებს, რომლებიც ისწრაფოდნენ დაემარხათ ქალწულება ქრისტესთვის და მონასტერში წავიდნენ, ცდილობს, ჩააგონოს: “სჯობდა, ცოლი მოგეყვანა, სახლშივე შეგექმნა ეკლესია და ოჯახური ბედნიერებით გეცხოვრა, ასკეტურ ღვაწლსა და მარტოობას განშორებოდი, რაც განადგურებს”.
დაოჯახებული რომ ქცეულიყო მონაზვნად, მონაზონს კი ექორწინა, ბოროტი ახლა საპირისპიროს ჩააგონებდა მათ.
ყოველივე ამას ის აკთებს იმისთვის, რომ სასოება წარუკვეთოს, ცხოვნების გზიდან გადააცდინოს ადამიანი. კურთხეული ქორწინებაც და ქრისტესთვის ქალწულებაც გზაა ცხონებისა.
თემა: ეშმაკი, დემონი, მონაზვნობა, მონასტერი, ოჯახი, ქალწულებაავტორი: არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
ასწავლე თავს მუდმივად ღვთის წინაშე სიარული, თვალწინ გყავდეს ყოველთვის უფალი, როგორც რომ გონი ყოველგანმსუფევი, როგორაც რომ სიტყვა ცოცხალი და მამოძრავებელი, როგორაც რომ სული მაცხოვნებელი. წმინდა წერილია სამკვიდრებელი გონებისა, სიტყვისა და სულისა - სამსახოვანი ღვთისა. აქ ვლინდება იგი ნათლად - "სიტყუათა რომელთა გეტყვით თქუენ სულ არიან და ცხოვრება" - (იოან.6,63) - ბრძანებს უფალი. წმინდა მამების ნაშრომები - ესეც გონის, სიტყვისა და სულის იპოსტასური გამოხატულებაა, სადაც რომ მნიშვნელოვნად მონაწილეობს თავად კაცის სულიერებაც. საერო პირების ნაწერებში სხვა არაფერია, თუ არა დაცემული ადამიანის სული, მისი ცოდვიანი მიდრეკილებები, ჩვევები და ვნებები. წმინდა წერილში ღმერთს პირისპირ ვხედავთ და ვხედავთ საკუთარ თავსაც, თუ რანი ვართ... შეიცანით, ხალხო, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავი ღმერთთან მიმართებაში, ისწავლეთ ღვთის წინაშე სიარული.
რაც შეეხება მოძღვრის არჩევას, ამ შემთხვევაში, ყურს ნუ დაუგდებ სხვათა რჩევებს:ეს მოძღვარი ძლიერია, ის განათლებული, ის სულიერი და სხვა. ისინი შეიძლება იყვნენ ქების ღირსნიც, მაგრამ არ იყვნენ შენი მოძღვარნი!.. თქვენ ლოცვაში თხოვდეთ ღმერთს, რათა აგარჩევინოთ თქვენი სულის ახლობელი მოძღვარი, მერე დააკვირდით მოძღვრებს, მათ სხვადასახვა ნიჭები და თვისებები აქვთ, მაგრამ თქვენ უპირველესად, დააკვირდით, თუ რამდენად ახლობელი და შინაურია იგი შენი სულისათვის. ესაა მთავარი იმისათვის, რომ შემდგომში შეძლო გულის გახსნა და გულწრფელი აღსარება. თუ მოღვრიდან კრძალვა და შიშის გრძნობა უფრო ჭარბობს, იცოდეთ მასთან გულწრფელი ნუ იქნებით. მთავარი კი მოძღვრისადმი ნდობაა. თუ ეს არ გექნათ ვერც შეიყვარებთ და ვერც დაემორჩილებით. ასეთ შემთხვევაში რა ურთიერთობა უნდა ააწყოთ?!
ესაა ჩემი რჩევა დამწყებთათვის. სულიერებაში რომ წარემატებით, მოძღვრის მიმართ უკვე სხვა მოთხოვნები გაგიჩნდებათ და ისიც სხვა სულიერი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.