როცა ეს ცოდვის სჯული მოწინააღმდეგეში სიმამაცეს, ესე იგი ღვთის მცნებებისა და ბრძანებების იარაღით აღჭურვილ ნებასა და განზრახვას ვერ ხედავს, მებრძოლს ამარცხებს და ატყვევებს, საღვთო იარაღს აჰყრის და ცოდვის დინებისკენ მიათრევს.
ბოროტებისადმი მიდრეკილებამ, როგორც პირველმშობელთა მემკვიდრეობამ და ოდითგანვე ბედნიერების წყაროსგან მოწყვეტის ნიშანმა, ნაყოფმა და გადმონაშთმა, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების გახლეჩა გამოიწვია. ის (ადამიანური ბუნება) ბოროტისკენ გა...
იხილეთ სრულად
ბოროტებისადმი მიდრეკილებამ, როგორც პირველმშობელთა მემკვიდრეობამ და ოდითგანვე ბედნიერების წყაროსგან მოწყვეტის ნიშანმა, ნაყოფმა და გადმონაშთმა, რა თქმა უნდა, ადამიანური ბუნების გახლეჩა გამოიწვია. ის (ადამიანური ბუნება) ბოროტისკენ გადაიხარა და ამით ადამისა და ევას შვილებს მწუხარება მოუტანა.
შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა რაიმე ცოდვის გამო გამხელთ, მაშინვე მიიღეთ წამალი: მოინანიეთ, იტირეთ, თქვით აღსარება, რომ ამით უწინდელ და უკეთეს მდგომარეობას დაუბრუნდეთ.