ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
წყალი, ჩვეულებრივ, ცეცხლს აქრობს. თუმცა ღვთაებრივი წყალი, რომელიც მონანულის თვალებიდან მოედინება, არა ნივთიერ, არამედ ღვთაებრივ ცეცხლს აღაგზნებს და მტრის ღვარძლს შთანთქავს!
თუ გსურს, სიცოცხლის ბოლომდე მოშურნე იყო, ეცადე მუდამ იტირო. და თუ ასეთი ცრემლი გაქვს, ნუ გეშინია, ცხონების მხურვალე წადილი შენთან დარჩება.
მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მოთმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვალებას და მოშურნეობას უნარჩუნებს.
დრო გადის, წლები მიქრიან და მარადისობას სულ უფრო ვუახლოვდებით. ვხედავთ ამას, მაგრამ გონებრივი უმოქმედობა გვბოჭავს, სანამ ჯოჯოხეთში არ აღმოვჩნდებით, პირველად კი მე!
როგორი სახიერია ღმერთი! ჩემნაირი ცოდვილები კი, რომლებმაც ზეციერი მამის უსაზღვრო მოწყალება უგულებელყვეს, სამართლიანად წარწყმდებიან.
ადამიანის ბუნებაში არსებული ყველა სამწუხარო მოვლენა იმ დაცემის ნაყოფია, რამაც თავდაპირველი უკვდავებიდან ადამიანი მოკვდავად აქცია. ღმერთკაცი იესოს გამომხსნელმა მსხვერპლმა ადამიანში არსებული ცოდვის სჯული განზრახ არ გააუქმა მისი განს... იხილეთ სრულად