ილოცე, აიძულე თავი. იფიქრე, რომ ყველაფერი განქარდება – სასიხარულო თუ სამწუხარო. აქედან გამომდინარე კი ზეციურზე, როგორც მყარსა და მარადიულზე, ისე იფიქრე.
როგორც არ უნდა გამოიცდებოდეს კაცი, ყოველთვის მოგებული დარჩება, თუ გამოცდას შესაბამისი მოთმინებითა და მადლიერებით მიიღებს. ეს განსაცდელის ბოლოს გამოჩნდება, როცა სულის სიმსუბუქეს, გონების განათლებას და სულში შეჭრილ სიტკბოებას იხილავ...
იხილეთ სრულად
როგორც არ უნდა გამოიცდებოდეს კაცი, ყოველთვის მოგებული დარჩება, თუ გამოცდას შესაბამისი მოთმინებითა და მადლიერებით მიიღებს. ეს განსაცდელის ბოლოს გამოჩნდება, როცა სულის სიმსუბუქეს, გონების განათლებას და სულში შეჭრილ სიტკბოებას იხილავს.
როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს.
ადამიანს ბედნიერების ჟამს არ შეუძლია ახსოვდეს ღმერთი და თუ აგონდება იგი, აგონდება ჩრდილივით. ხოლო ცხადად და მხურვალედ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა განსაცდელი, ტკივილი უახლოვდება.
ტკივილი აფაქიზებს, არბილებს გულს და განაგდებს სისასტიკეს. ამგვარად დარბილებულ გულში მზადდება ნიადაგი ჭეშმარიტი სინანულის დასათესად და ჩვენს გამოსასწორებლად.