ლოცვით ჯავშანასხმულმა მუდმივად ყოვლისშემძლე უფლისკენ ისწრაფე და დაინახავ, რა საოცრად აიღებს ღმერთი ტკივილის ტვირთს და რა არნახულად განუსვენებს ტანჯულს.
შვილო, გულში ილოცე. ქრისტეს სახელი ნუგეშის მალამოდ დაგედება, რომ ეს განსაცდელი შენთვის სასარგებლოდ დაითმინო. ამ გასაჭირს მცირე სარგებელი როდი მოჰყვება, თუ მოთმინებით აღუდგები წინ.
გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ, წმინდა უვერცხლო მკურნალებმა ყოველგვარი ტკივილისა და ვნებისგან გაგათავისუფლონ. ჩანს, ღმერთი გამოგცდის, შვილო. საჭიროა, მთელი შენი სულიერი ძალა მოთმინებისკენ მიმართო...
იხილეთ სრულად
გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ, წმინდა უვერცხლო მკურნალებმა ყოველგვარი ტკივილისა და ვნებისგან გაგათავისუფლონ.ჩანს, ღმერთი გამოგცდის, შვილო. საჭიროა, მთელი შენი სულიერი ძალა მოთმინებისკენ მიმართო.ნუ დარდობ და ნუ მოეშვები; ქრისტესთან ერთად ყველაფერს დასძლევ. როცა გეტკინება, ჯვარცმული იესო უფრო ახლოს იქნება შენთან. მაშინ უკეთ შეიმეცნებ მას და შეიყვარებ! როცა განსაცდელი ჩაივლის, აკურთხებ ღმერთს მონიჭებული სიკეთისთვის.