„საწუთო ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის“ (2 კორ. 4, 17). ვფიქრობ, რომ „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მო...
იხილეთ სრულად
„საწუთო ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის“ (2 კორ. 4, 17). ვფიქრობ, რომ „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ. 8. 18). თუკი წმინდა და კურთხეულმა ადამიანებმა ტკივილის სახმილი გაიარეს და სარგებელი მიიღეს, რამდენად უფრო შეგვეფერება ტკივილი ჩვენ და როგორ სარგებელს მივიღებთ მისგან, როცა მას გონივრულად და მადლობით დავითმენთ...
ოქრომ ბრძმედში უნდა გაიაროს, ძალა რომ შეიძინოს. ქრისტიანის სულმაც განსაცდელების ბრძმედი უნდა განვლოს, რომ მეუფე ქრისტეს სამეფო საგანძურიდან საუკუნო დიდების ბეჭედი მიიღოს.
როგორც გუთნით ღრმად მოხნული მიწა ნოყიერდება, ასევე სულიც ღრმა ტკივილის, სნეულების ხშირი სტუმრობისას სათნოებებით ნაყოფიერდება! რაც უფრო მეტ ტკივილსა და მწუხარებას იტანს კაცი, მით უფრო მშვენდება მისი გვირგვინი. და თუ მას ძლიერი და მ...
იხილეთ სრულად
როგორც გუთნით ღრმად მოხნული მიწა ნოყიერდება, ასევე სულიც ღრმა ტკივილის, სნეულების ხშირი სტუმრობისას სათნოებებით ნაყოფიერდება! რაც უფრო მეტ ტკივილსა და მწუხარებას იტანს კაცი, მით უფრო მშვენდება მისი გვირგვინი. და თუ მას ძლიერი და მრავალგვარი ტკივილი ამძიმებს, მაშინ დიდების გვირგვინიც ბევრი, ნაირფერი ყვავილითა და მარგალიტით ირთვება.
„მძლეოსანს – ასპარეზი, კაპიტანს – ზამთარი და ქარიშხალი, მეომარს – სამხედრო წყობა, სულგრძელს – უბედურება, ქრისტიანს კი განსაცდელი გამოცდის", – ამბობს ბასილი დიდი.