როცა გონება არ არის დაკავებული უფლის ხსოვნითა და საღვთო საგნებზე ფიქრით, მაშინ ადამიანს უდებება, მცონარება, უმეცრება და შემდეგ ბოროტი გულისთქმები ეუფლება!
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებ...
იხილეთ სრულად
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებას დააბრკოლონ იგი.
ადამიანი სულიერ ცხოვრებაში გონებაგამჭრიახობას იძენს, აეხილება სულიერი თვალი, აშკარად ხედავს, რაც მასშია დაბუდებული და გულმხურვალედ ლოცულობს: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმინდე მე. და უცხოთაგან იცევ მონაი შენი" (ფსალმ. 18, 12-13).