ბედნიერია ის, ვინც ღვთაებრივ ნათელს მიეახლა, შევიდა მასში, შეუერთდა ნათელს და მთლიანად ნათლად იქცა. მან სრულიად განიძარცვა ცოდვით შებილწული სამოსელი და ამიერიდან მწარე ცრემლებით აღარ იტირებს.
ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც ის არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნეს მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღვთაებრივ პავლესთან ერთად ხმამაღლა ამბობენ: „ვინ განმაშორნეს ჩუე...
იხილეთ სრულად
ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც ის არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნეს მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღვთაებრივ პავლესთან ერთად ხმამაღლა ამბობენ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8, 35)